დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016351 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ.“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 04/02/2015,0102600 20.35.153.01.6252), კერძოდ:
ა)დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით მოსარგებლეები არიან: 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ სამი თვისა) საქართველოს მოქალაქეები (შემდგომში – მოსარგებლე); ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები; ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები. 2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით." |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები