„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.169.016293
2
31/01/2017
ვებგვერდი, 03/02/2017
190020020.35.169.016293
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 31 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge.29/12/2016, სარეგისტრაციო კოდი:  190020020.35.169.016289) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მე-20  მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 (პროგრამული კოდი 06 00)

1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

ორგ. კოდი

დასახელება

2017 წლის გეგმა

2018 წლის პროგნოზი

2019 წლის პროგნოზი

2020 წლის პროგნოზი

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

663.0

731.0

731.0

731.0

06 01

ჯანდაცვის პროგრამები

90.0

100.0

100.0

100.0

06 02

სოციალური პროგრამები

573.0

631.0

631.0

631.0

06 02 01

ავადმყოფთა სოციალური დაცვა

       

06 02 02

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

350.0

398.0

398.0

398.0

06 02 03

უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება

220.0

230.0

230.0

230.0

06 02 04

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

3.0

3.0

3.0

3.0

06 02 05

ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა

       

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება  (პროგრამული კოდი 06 01)

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

  • არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა;
  • დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის  გამწვავების დროული  გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
  • მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის მწერების და ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ბ)  სოციალური პროგრამები  (პროგრამული კოდი 06 02)

 პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჰემოდიალეზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვას,  გათბობის  ხარჯით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოსალოდნელი საბოლოო  შედეგები:

  • უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისთვის ხელშეწყობა.

შედეგების  შეფასების ინდიკატორები:

  • მძიმე  სოციალური პირობების გავლენის შემცირება.  

ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის პირთა ოჯახების, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა ყოველთვიურად 13 და 17 ლარის ოდენობით ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად ;
  • სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 100 ლარის ოდენობით ერთჯერადად;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის დახმარება, რომლის ორივე მშობელი ან დედა(მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად;
  •  სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა;
  • ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულები და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს 60 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)  ყოველთვიურად, ბინის ქირის დასაფარად;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი 1000 ლარი ერთჯერადად;
  •  მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე 250 ლარი ერთჯერადად;
  • ჰემოდიალეზზე მყოფი მოქალაქე 100 ლარი ყოველთვიურად;
  •  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე 300 ლარი ერთჯერადად.
  • მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი თითოეულზე 50 ლარი ერთჯერადად.

ბ.ბ)  უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 250 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა.

ბ.გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები  (პროგრამული კოდი 06 02 04)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით.“.

3. ამოღებულ იქნეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის  №30   დადგენილების მე-4 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინუგზარ პაპიაშვილი