დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 30 ოქტომბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016329 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება იქნეს შეტანილი “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 30 ოქტომბრის №46 (www.matsne.gov.ge 06/11/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016288), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის (დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №307 დადგენილების მიხედვით), ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში. |
| მუხლი 2 |
ცვლილება შევიდეს ამავე დადგენილების 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები