დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშემწის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.025.016221 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშეწმის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშემწის
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა – ფილოლოგია), ან სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა-ეკონომიკა, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები), ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ცოდნის დონე: C1 – უმაღლესი); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების – Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, Microsoft Office Excel, Microsoft Office Word ცოდნა კარგად; ე) „საქართველოს კონსტიტუციის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები