გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016303
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
30/01/2017
ვებგვერდი, 31/01/2017
010250050.35.161.016303
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/2017 - 21/03/2017)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2017 წლის 30 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.
მუხლი 3
რეორგანიზაციის პროცესში, მუნიციპალიტეტის გამგეობამ იხელმძღვანელოს გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებით და არსებული საშტატო ნუსხით.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი



დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში „გეგმა“) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა’’ და „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურას, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ვადებს, ასევე მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.

 

მუხლი 2. სარეორგანიზაციო სტრუქტურა

1. რეორგანიზაცია შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მისი შემდეგი სტრუქტურული ერთეულების დებულებების ცვლილებებს:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

თ) შიდა აუდიტის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

 

მუხლი 3. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადა

1. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები (სამოქმედო გეგმა):

ა) „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №209 განკარგულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ვ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ზ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

თ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

კ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

მ) „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის № 9 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით;

ნ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა/მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წინამდებარე რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

 

მუხლი 4. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები

1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

2. გეგმის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ - „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და შესაბამისი სარეორგანიზაციო სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ხელმძღვანელ(ებ)ი.

3. გეგმის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.