დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.161.016305 |
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №11 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
დანართი ქონების გადასახადის განაკვეთები მუხლი 1 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
მუხლი 5 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოეფიციენტებია: ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.4; ბ) შუალედური ზონ ისთვის (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.3 ; გ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 1.2 . 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:
მუხლი 6 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული მიწის ფართობების ზღვრული ოდენობა: ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15000 კვ.მ.-ით; ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობები გადასახადისაგან გათავისუფლდეს სრულად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები