დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის,ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.025.016220 |
|
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №40 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „იმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის: ა) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სამინისტრო ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის დასადები მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) პროექტთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 11. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის და მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) პროექტის მოწონების შემთხვევაში საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის 30 კალენდარული დღის ვადაში იდება ურთიერთგაგების მემორანდუმი (ხელშეკრულება/შეთანხმება). 12. იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს (ხელშეკრულებას/შეთანხმებას) მასთან აღარ დაიდება მემორანდუმი (ხელშეკრულება/შეთანხმება) და მას არ გადაეცემა შესაბამისი ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების უფლება.“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ურთიერთგაგების მემორანდუმის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.“. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი: „მუხლი 4. გარანტიები 1. პირი ვალდებულია ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების უზრუნველსაყოფად (კანონმდებლობის თანახმად ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელშეკრულების/შეთანხმების) დადების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - წინასამშენებლო გარანტია). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 2. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - სამშენებლო გარანტია). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 3. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის (ხელშეკრულების) მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 5. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის (ხელშეკრულების) მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა.“. 3. „იმ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქრთველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის“ (დანართი №2): ა) მე-3 მუხლის მე-8 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ წესის მიზნებისთვის სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს როგორც სხვა საჯარო უწყებები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტებიც. 9. სამინისტრო, ამ მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით შერჩეულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად. 10. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის მოწონების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. 11. საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის უპირობო (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას შესაბამის ტერიტორიაზე მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარებაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მესამე პირებთან ნებისმიერ დროს იგივე ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე დადოს ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რის შესახებაც წერილობით ეცნობება ორივე მხარეს.“; ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი: „მუხლი 4. გარანტიები 1. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - სამშენებლო გარანტია). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 2. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 4. ურთიერთგაგების მემორანდუმით (ხელშეკრულებით/შეთანხმებით) დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა.“. |
| მუხლი 2 |
ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები განხილულ იქნეს და დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები