დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2017 - 28/04/2017)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ორგანოები და იურიდიული პირები) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობით ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებების შესახებ ინდივიდუალური აქტის გამოცემა. |
| მუხლი 6 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის შექმნა. |
| მუხლი 7 |
დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა გამოსცენ შესაბამისი აქტები და დანიშნონ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. |
| მუხლი 8 |
დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბერის №33 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 10/09/2014, 010250050.35.168.016131). |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ამ დანართის შესაბამისად განისაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, ფორმა და ადგილი. |
2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ დადგენილებით. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი |
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონული ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. |
2.
ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. |
4.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ან/და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – შესაბამისი პასუხისმგებელი პირი). |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი |
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოები და იურიდიული პირები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №4-ით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. |
2.
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და იურიდიული პირების ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების (ელექტრონული ფორმით) სტანდარტის შესაბამისად. |
3.
საჯარო ინფორმაცია წერილობითი ფორმით ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ზოგადი სტანდარტი |
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი. |
2.
პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) გამოქვეყნებაზე პასუხიმგებელი ორგანოს სრულ დასახელებას და მის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) ინფორმაციის სრულ დასახელებას (სათაურს); გ) ძირითად ინფორმაციას ან ძირითადი ინფორმაციის რეკვიზიტებს, გაცნობის ადგილს და ფორმას , თუ ინფორმაცია დიდი მოცულობისაა; დ) მონაცემებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). |
მუხლი 5.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.
პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
2.
მუნიციპალიტეტის ორგანოები და იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე პროაქტიულად გამოქვეყნებისას ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი კრიტერიუმები, კერძოდ ელექტრონული რესურსი:
ა) უნდა განთავსდეს იმ დომეინზე, რომელიც შეესაბამება არსებულ სტანდარტებს და აპრობირებულია სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოებისათვის; ბ) იყოს ნაწილობრივ მულტიენოვანი და იძლეოდეს ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობას ინგლისურ/რუსულ ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ენებზეც; გ) თავსებადი უნდა იყოს ძირითად ოპერაციულ სისტემებთან და გააჩნდეს გახსნის შესაძლებლობა, როგორც კომპიუტერულ მოწყობილებებში, ასევე მობილური ტელეფონის ფორმატში; დ) უნდა შეიცავდეს ინფორმაციის ძიების ინსტრუმენტს; ე) უნდა შეიცავდეს ახალი ამბების გამოწერის ტექნიკურ შესაძლებლობას; ვ) უნდა იძლეოდეს უკუკავშირის, კომენტარის დატოვებისა და გამოკითხვის ორგანიზების საშუალებას; ვ) ტექნიკურად დაკავშირებული უნდა იყოს სოციალური მედიის საშუალებებთან. |
მუხლი 6.
საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების (წერილობითი ფორმით) სტანდარტი |
1.
საჯარო ინფორმაცია წერილობით ქვეყნდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისა და იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებსა და მუნიციპალიტეტის დასახლებებში. |
2.
საჯარო ინფორმაციის განთავსებისათვის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების ადმინისტრაციულ შენობებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილი. |
3.
მუნიციპალიტეტის დასახლებებში საჯარო ინფორმაცია წერილობით ქვეყნდება სპეციალური საინფორმაციო სტენდების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო სტენდის ოდენობით. |
4.
მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი. |
5.
იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია, აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. |
დანართი№2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული და წერილობითი ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1.
საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში. |
2.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა:
ა) დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით; ბ) გამცხადებლის მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე ჩაწერით; გ) კომპაქტურ დისკზე ჩაწერით; დ) წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან პრინტერზე ამობეჭდილი სახით. |
3.
თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების შესაბამის განყოფილებაში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა აღნიშნული პირების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებას თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3). |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება და შესაბამისი ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. |
3.
ხელახალი ვადის ათვლა დაიწყება ხარვეზის გამოსწორების დღიდან. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება |
1.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. |
2.
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით. |
მუხლი 5.
საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
1.
მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ.განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება შესაბამის პასუხისმგებელ პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხის მომზადება. |
2.
წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით, ინფორმაცია გადაეცემა მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირების შესაბამის განყოფილებას, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს განცხადებაში მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. |
3.
საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით. |
4.
საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით. |
დანართი №3
|
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების ფორმა
|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე
პასუხისმგებელ პირს/პირებს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქ. --------------- ------------------------- მცხ. ----------------------------------------------- ტელ/მობ: --- -- -- -- ორგანიზაციის დასახელება: -------------------------------------------. განცხადება გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ --- --------------------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით ----- ----------------------------------; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით. გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია მივიღოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა. (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) -------------------------------- თარიღი: --. --. ---- |
დანართი №4
|
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
| მუხლი 1 |
ამ დანართით განსაზღვრული ნუსხა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, თანაბრად სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იურიდიული პირებისათვის. |
| მუხლი 2 |
ამ დანართით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და იურიდიულ პირებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები