სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-48/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-48/ო
11/01/2017
ვებგვერდი, 31/01/2017
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-48/ო

2017 წლის 11 იანვარი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების (დანართი 1) შესაბამისად,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. გაიცეს შპს ,,ემერჯენსი სერვისზე“ (მის: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 117)(ნაკვეთი01/010) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, 6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,ემერჯენსი სერვისის“ გენერალური დირექტორის – გ. ვაშაკიძის განცხადება 122448, 02. 12. 2016წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №3, 10. 01.2017 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №1, 11.01.2017 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                        თ. პირველაშვილი