დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.32.057.016237 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
|
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობაში წარმოებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედაგად მიღებული პროდუქციის საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 10/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.32.057.016205) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ქონების განკარგვის ფორმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორი. ქონების განკარგვის ფორმის გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“; |
ბ)
წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარკვეულ შემთხვევებში, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები