„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.019757
47
27/01/2017
ვებგვერდი, 30/01/2017
010130000.10.003.019757
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2017 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2014, 010130000.10.003.018046) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი