„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019754
44
27/01/2017
ვებგვერდი, 30/01/2017
130000000.10.003.019754
„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2017 წლის 27 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/10/2015, 130000000.10.003.018894) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ სვეტში ფუნქცია 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფუნქცია 3 მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 სვეტში ფუნქცია 3-ის საგანგებო დახმარების ფუნქციის ამოცანების მე-2  წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;“.

3. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – ახორციელებს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დროებითი განსახლების ადგილებში;“.

4. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას (ფუნქცია №3):“.

6. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მიზნის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას;“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – კოორდინირებას უწევს იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვას, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას. უზრუნველყოფს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დროებითი განსახლების ადგილებში.“.

8. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი