დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019749 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, №29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.“. 2. მე-2 მუხლის „ბ“, „დ“, „ი“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია- ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;“; „დ) დევნილთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;“; „ი) დევნილთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საჭიროების შემთხვევაში, დევნილთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;“; „ო) დევნილთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა;“. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის საკითხის განხილვა, ანკეტირებისა და გასაუბრების პროცედურის განხორციელება და თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის (გარდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა) საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება; დ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება; ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ორგანიზება; ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებლისა და ლტოლვილის უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ზ) თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; თ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები