„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019751
42
26/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
010240030.10.003.019751
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013,  010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ  ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესს.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა)  „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;“;

ბ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს სათანადო დასკვნებსა  და რეკომენდაციებს;“;

გ) „რ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ.ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა), შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებსა  და რეკომენდაციებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი