„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016385
3
27/01/2017
ვებგვერდი, 02/02/2017
210020010.35.122.016385
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 27 იანვარი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების  შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016335, თარიღი 18/11/2015) და ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. მოსაკრებლის ოდენობა

სათამაშო ბიზნესის   მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

გ) სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500  ლარი;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე კვარტალში 4 000 ლარი.’’.

მუხლი 2
ა) 2017 წლის პირველი კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 2016 წლის მე-4 კვარტალში მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადახდის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა. 

მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე