დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016386 |
|
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბის №64 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge); სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016233, 01/10/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს მისივე თანხმობით, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისივე თანხმობით ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის. 3. ,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის” წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა. 4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. |
მუხლი 2.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენება |
1.„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:
ა) წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მქონე არანაკლებ 3 პირისაგან შემდგარ ჯგუფს; ბ) საინიციატივო ჯგუფს – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არანაკლებ 25 პირის შემადგენლობით; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს (კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა ჯგუფს 5 პირის შემადგენლობით); ე) გამგეობას (სამსახური); ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურის შესახებ რეკომენდაციას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას; კომისიის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი თანხმობა. |
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნენ საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. |
მუხლი 4.
პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა |
პატივგების კომისია:
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს; ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად; გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად. |
მუხლი 5.
კომისიის სხდომა |
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, გამგებლის მიერ, „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. 4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. |
მუხლი 6.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება |
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ კანდიდატთა რეკომენდაციებს და გასცემს დასკვნას წარმოდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რაც სარეკომენდაციო ხასიათისაა, რაც აისახება სხდომის ოქმში და წარედგინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც შემდგომ გამოსცემს ინდივიდუალურსამართლებრივ აქტს.
2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. 3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს გადაეცემა საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობა და შესაძლებელია მედალი ან/და ფასიანი საჩუქარი. 4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
მუხლი 7.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა |
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საპატიო მოქალაქემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე. 2. ,,წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე. |
მუხლი 8.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უფლებები |
1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რითიც სარგებლობენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.
2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში; გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები. |
მუხლი 9.
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
|
„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჯილდოს შემოღების წესში ცვლილებიბისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები