,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.131.016196
02
27/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
010250040.35.131.016196
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N08 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2017 წლის 27 იანვარი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №08 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს  კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №08 დადგენილებაში შევიდეს დამატება, დაემატოს XII 1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი XII1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები.“.

მუხლი 95 1. რეგულირების სფერო

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თვითმმართველი თემის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის პირობებსა და პროცედურას.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნა/გაუქმება ან მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, მუნიციპალიტეტის შექმნას/გაუქმებას, ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ დადგენილი წესით.

მუხლი 952. დასახლების კატეგორიები

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების კატეგორიებს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლებები - სოფელი, დაბა, ქალაქი.

მუხლი 953. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნის/გაუქმების,დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/ შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის ინიციატორი სუბიექტები

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის, ამ წესის შესაბამისად, მიმართვის უფლება აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით.

2. ამ წესის შესაბამისად, დასახლების შექმნის/ გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების წინადადება, ამ მუხლის პირველი პუქნტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ინიციატივის შემუშავების მიზნით, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მუხლი 954. დასახლების შექმნის/გაუქმების საფუძვლები

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

 ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ ინიციატივა.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების გაუქმების საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების გაუქმების შესახებ ინიციატივა;

დ) სამინისტროს საკუთარი ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივა იმ დასახლების გაუქმების თაობაზე, რომელშიც ამ წესის ამოქმედებიდან 4 წელი არავინ არ არისრეგისტრირებული;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა.

 მუხლი 95 5. დასახლების შექმნის/გაუქმების წესი

1. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენის უფლება აქვს:

ა) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქეს;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“

 ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

2. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების შექმნის/გაუქმების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) ახალი დასახლებ(ებ)ის სავარაუდო სახელწოდება;

გ) დასახლებ(ებ)ის სავარაუდო კატეგორიის შესახებ წინადადება და შესაბამისი დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობის თაობაზე.

დ) დასახლების შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის თანხმობა იმის შესახებ, რომ გამოხატავენ თანხმობას, დასახლებაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. 954 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“ -„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/ დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დსახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოს იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც შექმნა/გაუქმება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცის ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასკვნის მიღების მიზნით, მიმართავს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, სამთავრობო კომისიისგან მიღებულ ამ მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრულ შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში გამოხატავენ თანხმობას დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრაციის თაობაზე;

გ) შესაქმნელი დასახლებ(ებ)ის სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებითა და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლებ(ებ)ის ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; 

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) 944 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11.სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს;

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზრვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13. დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, დასახლებ(ებ)ის სახელწოდებისა და კოორდინატების მითითებით, მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

მუხლი 956. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლა

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 20 პროცენტს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას.

2. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ’“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია არ იმართება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეთა კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

8. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს;

გ) იმ დასახლების სახელი, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

9. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობას და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

12. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღებ ა საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

მუხლი 95 7. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დასახლების დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული საზღვარი დადგენილი არ არის, აგრეთვე - მის დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი იმავდროულად არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი.

2. დასახლების ადმინტრაციული საზღვარის შეცვლის თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა არანაკლებ 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულის, წინადადების განხილვამდე შესაბამის დასახლებაში/ დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც საზღვრის ცვლილება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის სქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლის ადმინისტრაციული საზღვრებიც უნდა შეიცვალოს;

გ) დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებით ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

10. სამინსტროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

14. თუ დასახლების შესაცველი ადმინისტრაციული საზღვარი იმავე დროს არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი, დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი დგინდება/იცვლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით.

მუხლი 978. დასახლების შეცვლის/გაუქმების/ დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული  საზღვრის შეცვლის შესახებ

1. სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საქართველოს მთავრობას დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ (შემდგომში – ინიციატივა).

2. სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის, დასახლებს ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქათა რაოდენობის შესახებ, რომლის გაუქმება,კატეგორიის მინიჭება/შეცვლა ან ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს;

გ) დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქის წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი გამოხატავენ თანხმობას, დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში მასში რეგისტრაციის თაობაზე;

დ) იმ დსახლებ(ებ)ის სახელი, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა, ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი; საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

ე) მუნიციპალიტეტის კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

3.მუნიციპალიტეტთან კონსულტაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს და იმ დასახლებაში/ დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ფორმით, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს.

4. სამინისტრო მოქალაქეებთან კონსულტაციის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მოიწვიოს დასახლების საერთო კრება ან/და მოქალაქეებთან კონსულტაცია გამართოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამ მუხლის შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას სამინისტროს მიმართვიდან - 45 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასახლების/დასახლებების მოსახლეობასთან კონსულტაციას სამინისტრო მართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუქნტების შესაბამისად.

7. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას. მუნიციპალიტეტის აღნიშნული დოკუმენტაცია და სამინიტროს თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კონსულტაცია გამართულად ითვლება.

 8. დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხევაში სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სამთავრობო კომისიის დასკვნა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე.

9. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

 მუხლი 95 9. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

 ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით, მე-7 მუხლის მე-13 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ეგზავნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს – საქსტატის და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე