დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022987 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №76
2017 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ
1. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული 500 კვ ეგხ ქსანი-სტეფანწმინდა (EBRD EC KfW), ჯვარი-ხორგა ელექტროგადამცემი ხაზისა (EBRD EC KfW) და 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 36 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან, სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალი გაიზარდოს 8 540 000 (რვა მილიონ ხუთას ორმოცი ათასი) ლარით, შემდგომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) კაპიტალის გაზრდის მიზნით.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (ს/კ: 204995176) ანგარიშზე გადარიცხვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები