საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022986
  • Word
75
24/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
000000000.00.003.022986
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №75

2017 წლის 24 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ (ს/კ: 206103722) უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯაფარაულისა და ისლარის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაცატუსა და ურთას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

გ) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალწმინდას, ჯაპანას, ქვიანის, ჭყონაგორას, ჩოლობარგისა და ნიგოითის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაისუბნის, პატარაგორის, გელათის, განათლების, ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ზ) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: საბუესა და ზინობიანის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

თ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ი) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: მეტეხის, ზემო ჩოჩეთის, გომის, ნიაბის, ახალქალაქისა და ზემო ხანდაკის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

კ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ლ) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

მ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: აგარების, ახალსოფლის, დიდი სატივესა და პატარა სატივეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ნ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ო) ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

2.    ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით გაზრდა.

3.    ეთხოვოთ ხარაგაულის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ყვარლის, გარდაბნის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი