„საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”

  • Word
„საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.05.002.002.999
  • Word
254
05/07/2004
სსმ, 67, 06/07/2004
040.030.050.05.002.002.999
„საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №254

2004 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

1. გაუქმდეს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატი.

2. შეიქმნას განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის (შემდგომში – აპარატის) სალიკვიდაციო კომისია თანახმად დანართისა.

3.  სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს:

ა) აპარატის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა;

ბ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს მთავრობამ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები აპარატის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ასიგნებების კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გადასაცემად.

5. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს (გ.ხაინდრავა) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწი-ნებული ღონისძიებები.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 ივლისის №315 ბრძანებულება (სსმ III, 2000 წ., №67, მუხ. 61).

მ. სააკაშვილი

დანართი

განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო კომისია

გიორგი ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი შარკოვი – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი