თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ

თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010140020.22.029.016390
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
82
30/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
010140020.22.029.016390
თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2017 - 03/06/2020)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება № 82

2017 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის აღებაზე და თითის ანაბეჭდის თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის თანხმობის ოქმის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის აღების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის უარის  ოქმის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ფსიქიკური აშლილობის გამო თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №4-ის შესაბამისად.

5. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლისთვის თითის ანაბეჭდის აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №5-ის შესაბამისად

6. დამტკიცდეს „თითის ანაბეჭდის შედარების შესახებ ოქმის ფორმა“ დანართი №6-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს  ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი