დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022965 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №101
201 7 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, 2017 წლის განმავლობაში, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით „საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოები, ექსპერტიზა, ტექნიკური პირობები, კონსერვაცია და სხვა ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 02 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები