სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022958
  • Word
94
24/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
000000000.00.003.022958
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№94

2017 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპსაქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადასცეს შემდეგ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს:

ა) ა(ა)იპსაქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 204889488) ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. №49ა-ში მდებარე 1813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 საერთო ფართით 2324 კვ.მ, №2 საერთო ფართით 1657 კვ.მ (მ.შ. სარდაფი 336 კვ.მ), 3, 4, 5 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.14.07.008.029);

ბ) ა(ა)იპსაქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 204898744)ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ა-ში მდებარე 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: 1 (პირველი სართული 852.65 კვ.მ, მე-2 სართული 348.19 კვ.მ), ნაგებობა 2 ფართით – 18.94 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  01.14.07.008.028);

გ) ა(ა)იპ – საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 204889282) ქ. თბილისში, ლილოს დასახლებაში (ნაკვეთი 06/013) (მიწის (უძრავი ქონების)) 01.19.27.006.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 24562 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა 3 და მასზედ წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი