დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.019742 |
|
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდები) მიხედვით თანდართული კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებშიც, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული სუბიექტების გარდა სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
|
| მუხლი 3 |
სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამავე დადგენილების დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ვრცელდება ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა; ბ) დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახსრებიდან განხორციელებული შესყიდვებისა. |
| მუხლი 5 |
საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
[1] იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კოდით განხორციელებული/განსახორციელებელი შესყიდვის მთლიანი ღირებულება საბიუჯეტო წლის განმავლობაში აჭარბებს 10 000 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები