საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022954
  • Word
90
24/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
000000000.00.003.022954
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №90

2017 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვისმის                          სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზეთანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, შემდეგი პირობებით გადასცეს:

   ა) ქ. თბილისში, ვაჟა -ფშაველას გამზ. №72-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის ნახევარსარდაფის სართულზე არსებული 1 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.03.038.044) – სს „თიბისი“ ბანკს (ს/ნ: 204854595 ) ბანკომატის განსათავსებლად,2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

   ბ) ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №72-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის ნახევარსარდაფის სართულზე არსებული 1 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.03.038.044) – სს „საქართველოს ბანკს“ (ს/ნ: 204378869) ბანკომატის განსათავსებლად, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

  გ) ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №72-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის ნახევარსარდაფის სართულზე არსებული 1 კვ. მ ფართი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №01.14.03.038.044) და ქ. თბილისში, 9 აპრილის ქ. №4-ში №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე  არსებული 1 კვ. მ ფართი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 01.15.05.063.004) − შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ (ს/ნ: 205130464) სწრაფი ჩარიცხვის აპარატის განსათავსებლად, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით − 1 კვ.მ ფართი მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით – 15 (თხუთმეტი) ლარად;

დ) ქ. თბილისში, 9 აპრილის ქ. № 4-ში მდებარე შენობა-ნაგებობა   № 1-ის ცოკოლ სართულზე არსებული 284.45 კვ. მ ფართი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.05.063.004) , ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №72-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის ნახევარსარდაფ სართულზე არსებული 413.79 კვ. მ ფართი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.03.038.044) და დანართში მითითებული მოძრავი ქონება (სასადილო ინვენტარი) − შპს „NiArt Vision“-ს (ს/ნ: 406035570) სასადილოს ფუნქციონირებისათვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 5745.36 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და 36 თეთრი)  ლარად.

 

პრემიერ-მინისტრი                        გიორგი კვირიკაშვილი