მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022949
  • Word
85
24/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
000000000.00.003.022949
მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №85

2017 წლის 24 იანვარი

 ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე-100 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 12 ივლისს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანებისა და მყარი ნარჩენების კონტეინერების მიღების მიზნით, მიეცეთ თანხმობა მუნიციპალიტეტებს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღონ სესხი არაუმეტეს შემდეგი ოდენობისა:

ა) აბაშის მუნიციპალიტეტი – 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 642 332 (ექვსას ორმოცდაორი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარი;

დ) ასპინძის მუნიციპალიტეტი – 413 295 (ოთხას ცამეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი;

ე) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 668 279 (ექვსას სამოცდარვა ათას ორას სამოცდაცხრამეტი) ლარი;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტი – 483 021 (ოთხას ოთხმოცდასამი ათას ოცდაერთი) ლარი;

ზ) ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 446 075 (ოთხას ორმოცდაექვსი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი;

თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 478 991 (ოთხას სამოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი;

ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

კ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 478 991 (ოთხას სამოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი;

ლ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 617 928 (ექვსას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარი;

მ) დმანისის მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ნ) დუშეთის მუნიციპალიტეტი – 491 533 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარი;

ო) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 689 194 (ექვსას ოთხმოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი;

პ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ჟ) თიანეთის მუნიციპალიტეტი – 341 585 (სამას ორმოცდაერთი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი;

რ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ს) თელავის მუნიციპალიტეტი – 568 094 (ხუთას სამოცდარვა ათას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი;

ტ) კასპის მუნიციპალიტეტი – 478 991 (ოთხას სამოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი;

უ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 603 846 (ექვსას სამი ათას რვაას ორმოცდაექვსი) ლარი;

ფ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 163 854 (ას სამოცდასამი ათას რვაას ორმოცდათოთხმეტი) ლარი;

ქ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ღ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი – 521 814 (ხუთას ოცდაერთი ათას რვაას თოთხმეტი) ლარი;

ყ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი – 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

შ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი – 891 499 (რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი;

ჩ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 542 732 (ხუთას ორმოცდაორი ათას შვიდას ოცდათორმეტი) ლარი;

ც) ქარელის მუნიციპალიტეტი – 413 295 (ოთხას ცამეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი;

ძ) ქედის მუნიციპალიტეტი – 271 722 (ორას სამოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდაორი) ლარი;

წ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი – 259 010 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ათი) ლარი;

ჭ) ყვარლის მუნიციპალიტეტი – 617 928 (ექვსას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარი;

ხ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 431 472 (ოთხას ოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდათორმეტი) ლარი;

ჯ) წალკის მუნიციპალიტეტი – 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;

ჰ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – 478 991 (ოთხას სამოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი;

1) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 510 776.64 ლარი (ხუთას ათი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი);

2) ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 680 700.90 ლარი (ექვსას ოთხმოცი ათას შვიდასი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი);

3) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 413 295 (ოთხას ცამეტი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი;

4) ხაშურის მუნიციპალიტეტი – 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი.

პრემიერ–მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი