დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 06/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002998 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №253
2004 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, №23 (30) მუხ. 456) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“.
2. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ბოლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
დავით აზმაიფარაშვილი – რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი
როლანდ თოფჩიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი
გუჩა კვარაცხელია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი
ნათია კახეთელიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის ინსტიტუციური განყოფილების მრჩეველი
დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
ლევან ტაბატაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის ინსტიტუციური განყოფილების უფროსი
ზურაბ ტატაშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
პაატა ცხადაია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონომასტიკის ლაბორატორიის უფროსი“.
3. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რაიონებს, ქალაქებს, დაბებს, თემებსა და სოფლებს სახელს არქმევენ და გადაარქმევენ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტთან აღნიშნული საკითხების შესახებ შუამდგომლობა და წარდგინება შეიძლება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში“.
5. „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებზე შუამდგომლობებსა და წარდგინებებს წინასწარ განიხილავს და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახური.
2. საქართველოს ქალაქების, რაიონების, ქალაქის რაიონების, დაბების, თემების, სოფლების შექმნისა და გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გარდაქმნის, სახელის დარქმევა-გადარქმევის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმრათველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურში შუამდგომლობებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე დოკუმენტები და საცნობარო მასალები თანდართული ნუსხის შესაბამისად.“
6. „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნა.“
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები