დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის „მარნეულის მზის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022944 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №81
2017 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის „მარნეულის მზის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1.მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის „მარნეულის მზის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები