„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016204
2
26/01/2017
ვებგვერდი, 31/01/2017
010260020.35.118.016204
„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 26 იანვარი

ქ. ონი

 

„ონის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის   დამტკიცების  შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის  №24 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27/12/2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016202) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.  ავადმყოფთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა  მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებს,  სტაციონარში მედიკამენტურ  მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:

ა)  მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს   0-დან 70 001-მდე,  აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს  70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის  შემთხვევაში,  გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. დახმარება გაიცემა  წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან  მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია).

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის  ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  სარეიტინგო ქულის შესახებ;

ზ ) საბანკო ანგარიში.

4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წვრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან  მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში."

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის   მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100  ან  ფორმა №IV-50/4 სსე  ბიუროს  შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი;

ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების   შესახებ;

ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:

ა) სამშვილიან ოჯახზე – 100 ლარი;

ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 150 ლარი;

გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;

დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 250 ლარი.

2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ  ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  მარენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება

1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე  სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიში.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;

დ) საბანკო ანგარიში.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის  შესახებ;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;“.

8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოციალური  დახმარების თანხა  გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე