„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №05/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016232
05/02
30/01/2017
ვებგვერდი, 31/01/2017
010320040.22.054.016232
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №05/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/02

2017 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №05/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის №05/21 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ხელოვნების დარგების სპეციფიკის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების და დოკუმენტის „კულტურის სტრატეგია 2025“ ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, Internet) ცოდნა;

ე) პროექტების მართვის, კორესპონდენციაზე მუშაობის უნარი;

ვ) გუნდურად მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;

ზ) სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე