დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვარის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016459 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვარის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016299) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორის მოადგილე(ები) ბიუროზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დირექტორის დავალების შესაბამისად განიხილავს ბიუროში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს ბიუროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს ბიუროში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს ბიუროს საქმიანობას და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული სამმართველო; გ) განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება.“. 3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ადმინისტრაციული სამმართველო: 1. ადმინისტრაციული სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება; ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება. 2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციები: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) ბიუროს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის მართვა; დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ე) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვა; ვ) საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; ზ) საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. საფინანსო-სამეურნეო განყოფილების ფუნქციები: ა) ბიუროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია; ბ) ბიუროს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; დ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა; ე) ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; ვ) საბუღალტრო დოკუმენტების და სააღრიცხვო რეგისტრების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; ზ) ბიუროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; თ) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, მათ შორის ხელშეკრულების პროექტების მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება; კ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საწვავით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით და მათი ხარჯვის კონტროლი; მ) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა; ნ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულებების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია; პ) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ჟ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; რ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები: ა) ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) ბიუროს მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, მათი ვიზირება; გ) ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე; დ) ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, დარღვევის ფაქტების პრევენცია, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა; ე) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი, არქივის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) ბიუროს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება; თ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან და მოსამსახურეთა ატესტაციასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ი) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თანამშრომლის შესაბამისობის დადგენა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება; კ) კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია; ლ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება; მ) ბიუროს თანამშრომელთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ნ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება 1. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციები: ა) ბიუროს განვითარების პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება, გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდის, ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ინოვაციური იდეების მომზადება; დ) ბიუროს საგარეო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო კავშირების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ე) ბიუროს მიერ ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა/კოორდინაცია; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიუროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; თ) ბიუროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფა; ი) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა; კ) ბიუროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ლ) დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ნ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე-13 მუხლის პირველი-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია შესაბამისი დირექტორის მოადგილისა და დირექტორის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ბიუროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს დირექტორსა და მის მოადგილეს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) დირექტორთან შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს ბიუროს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე ბიუროს დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე. 6. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ე) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ვ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობას. 7. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს; გ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები