თავშესაფრის პროცედურა

თავშესაფრის პროცედურა
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
79
26/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
010170000.22.029.016387
თავშესაფრის პროცედურა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2017 - 17/05/2017)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №79

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

თავშესაფრის პროცედურა

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „თავშესაფრის პროცედურა“ დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“  დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს „კონსულტაციის ჩატარების ოქმის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმა“ დანართი №4-ის შესაბამისად.

5. დამტკიცდეს „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლისათვის შეტყობინების ფორმა“ დანართი №5-ის და „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის მეურვის/მზრუნველის/ მხარდამჭერისათვის შეტყობინების ფორმა“ დანართი №6-ის შესაბამისად.

6. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №7-ის შესაბამისად.

7. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე ოქმის ფორმა“ დანართი №8-ის შესაბამისად.

8. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, საერთაშორისო დაცვის განმეორებით მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა“  დანართი №9-ის შესაბამისად.

9. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის ანკეტის ფორმა“ დანართი №10-ის და „თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის ანკეტა“ დანართი №11-ის შესაბამისად.

10 . დამტკიცდეს „საკონტროლო სია ანკეტირებისთვის“ დანართი №12-ის შესაბამისად.

11. დამტკიცდეს „საკონტროლოს სია გასაუბრებისათვის“ დანართი №13-ის შესაბამისად.

12. დამტკიცდეს „სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმის ფორმა“ დანართი №14-ის შესაბამისად.

13. დამტკიცდეს „წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“ დანართი №15-ის შესაბამისად.

14. დამტკიცდეს „საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების ფორმა“ დანართი №16-ის შესაბამისად.

15. დამტკიცდეს „ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №17-ის, „ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის თაობაზე“ განცხადების ფორმა“ დანართი №18-ისა და „დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის  სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ დანართი №19-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი