დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.130.016213 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი 05/01/2016. სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: 1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი. 2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი. 3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი. 5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%. 6. გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები