„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016265
2
25/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
010250020.35.110.016265
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 25 იანვარი

აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „გ. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

გ.ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში 20000 ლარი;

გ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 2000 ლარი;

გ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10 პროცენტი;

გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში 250000 ლარი;

გ.ე) ლატარიების მოწყობაზე ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20 პროცენტი;

გ.ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 3000 ლარი.

გ.ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 4000 ლარი.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე