დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.160.016395 |
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 35 000 ლარი კვარტალში; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე 250 000 ლარი კვარტალში; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%.; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 10 000 ლარი კვარტალში; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – 9 000 ლარი კვარტალში. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №229 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი №21002001035160005881; თარიღი: 07.04.2009წ.).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები