დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016617 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.“. 2. მე-6 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წვევამდელთა შერჩევას, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მომზადებას, წვრთნას, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების სპეციალური ან/და დამატებითი ღონისძიებების, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“. 6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ახორციელებს დეპარტამენტის I, II და III სამმართველოების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მონიტორინგს და აღნიშნულის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებითი სწავლების ჩატარებას;“. 7. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს; ბ2) კომპეტენციის ფარგლებში კურატორ მინისტრის მოადგილეს დასამტკიცებლად წარუდგენს სპორტულ, კულტურულ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადებულ სამინისტროს სამოქმედო გეგმას;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებში შემავალ განყოფილებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;“. 8. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის გარდა, ასევე უშუალოდ არის ანგარიშვალდებული კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები