ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016142
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
20/01/2017
ვებგვერდი, 26/01/2017
010250050.35.176.016142
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2017 - 23/03/2018)

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  განაკვეთები შემდეგი სახით:

ა.  სამორინეს თითოეულ მაგიდაზე - კვარტალში 20 000 ლარი;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 000 ლარი;

. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ. სისტემური-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე -კვარტალში 250 000 ლარი:

ე.  ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%-ისა;

ვ. აზარტული ან/და მომგებინი თამაშის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემური – ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის  თითოეულ სალაროზე  – კვარტალში 1 500 ლარი;

ზ.  კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე