„რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“

  • Word
„რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
49
20/01/2017
ვებგვერდი, 24/01/2017
„რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგლება № 49

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016   წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს „რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204457747) ლიკვიდაციის პროცესი;

2. „საქართველოს საკრედიტო კავშირი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან;

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის;

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი, მე-12 კმ, №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

მურთაზ   კიკორია