დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-2 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.101.016357 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს №19-55 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.101.016311) და დადგენილების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი 1) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი: „3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში განცხადებით მიმართვამდე 6 თვით ადრე მაინც, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის ქალაქი თბილისი და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარებისა. 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულების(დანართი 2): ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი 1) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოსარგებლეებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ შესაბამისად დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისია“ (შემდგომში – კომისია).“ ; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კომისიის კომპეტენცია კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ (დანართი 1) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოსარგებლეების განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება სამედიცინო საჭიროების დაფინანსების, სოციალური დახმარების გაცემისა და სხვა სერვისების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები