დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016124 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/12/2016; 190020020.35.146.016120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად“; ბ) დადგენილების მე-2 – მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქურთის მუნიციპალიტეტის წლის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2,122,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2122.6 ათასი ლარის ოდენობით :
|
მუხლი 5.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი |
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი განისაზღვრა 86,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2,208,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტისბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 25.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 25.7ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნეს 9,3 ათასი ლარი, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
|
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90,0 ათასი ლარი მიმართულ იქნეს:
ა) „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.5 ათასი ლარი; ბ) გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო ღონისძიების დასაფინანსებლად 16.5 ათასი ლარი. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური პროგრამირების დასაფინანსებლად გამოიყოფილ იქნეს 500,9 ათასი ლარი. თანხის განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე ფინანსური დახმარება კანონმდებლობის თანახმად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა. (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება კანონმდებლობის თანახმად, თითოეულ ბენეფიციარზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. გ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (80 და 80 წელს გადაცილებული მოხუცთა დახმარება) (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 და მეტი წლის მოხუცთა დახმარება თითოეულ ბენეფიციარზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თითოეულ ოჯახზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ე) ოჯახების და ბავშვთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყოველი ახალშობილის ოჯახზე ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ფინანსური დახმარება თითოეულზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ვ) დევნილთა სხვადასხვა სახის მატერიალური და ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06) პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრა ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი და 5 კგ. წიწიბურა. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილზე. – ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. – კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნითა ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, თითოელ ოჯახს გადაეცემა 4 კუბ/მ ოდენობის შეშა. 2. ინფრასტრუქტურურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დევნილთა კომპაქტურ ჩასხლებებში; _სასმელი წყლის მილების შეცვლა; _შიდა გზების მოხრეშვა მოშანდაკება; _სანიაღვრე სისტემების მოწყობა; _გარე განათების სისტემის უზრუნველყოფის მიზნით ნათურების შესყიდვა შეცვლა ბ. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: _ დევნილთა ჩასახლებებში სკვერის მოწყობა; _დაზიანებული იატაკების შეცვლა; _სპორტული მოედნის მოწყობა; 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების ხელშეწყობა. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01); ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მთლიანად დააფინანსებს კოდის და ბაზალეთის საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯებს. 4. მოსახლეობის კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00); ქვეპროგრამის პარგლებში დაფინანსდება: ა) სპორტის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საფეხბურთო სკოლა „აჩაბეთის“ (პროგრამული კოდი 05 01 02), კრივისა და ჭიდაობი სპორტული სკოლის (პროგრამული კოდი 05 01 01) მიმდინარე ხარჯები. ბ) კულტურისხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ა) მუსიკალური სკოლა ჰარმონიას (პროგრამული კოდი 05 02 01) და გაზეთი „ხეობის მაცნეს“ (პროგრამული კოდი 05 02 02) მიმდინარე ხარჯები. გ) ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებსში დაფინანსდება, როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და სხვა კულტურული ღონისძიებები. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00); საქართველოს სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები