„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-3
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016359
1-3
20/01/2017
ვებგვერდი, 24/01/2017
010250050.35.101.016359
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1-3

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-92 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016355)  და დადგენილების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის” (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.“;

ა.ბ)  „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას  და ჰისტოლოგიურ კვლევას.“.

ბ) „ცხრილი №1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი №1

 

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება

1.1.

ძუძუს კიბოს სკრინინგი – მამოგრაფიული გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით)

17

1.2.

ძუძუს კიბოს სკრინინგი – მამოგრაფიული კვლევა (2 რადიოლოგის წაკითხვით), ფიზიკალური გასინჯვა, ძუძუს ექოსკოპია

23

1.3.

ძუძუს კიბოს სრული სკრინინგი: მამოგრაფია, ფიზიკალური გასინჯვა, ექოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა

31

 

 

 

2.1.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – გინეკოლოგის გასინჯვა, პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით

18

2.2.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – გინეკოლოგის გასინჯვა, პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით, საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიური სკრინინგი

33

2.3.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული სკრინინგი: გინეკოლოგის გასინჯვა, პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით, კოლპოსკოპიური სკრინინგი ბიოფსიური მასალის აღებით და ჰისტოლოგიური კვლევით

59

3.

პროსტატის კიბოს სკრინინგი – სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა

9

4.1.

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება

5

4.2.

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება, კოლონოსკოპია

62

4.3.

კოლორექტული კიბოს სრული სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება, კოლონოსკოპიური სკრინინგი ბიოფსიური მასალის აღებით და ჰისტოლოგიური კვლევით

88

5.1.

სკოლიოზის სკრინინგი

2,5

5.2.

ბრტყელტერფიანობის სკრინინგი

2,5

5.3.

სკოლიოზის და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი (კომბინირებული)

2,5

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ მომსახურებებში, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, ან დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება ან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შესახებ სავალდებულო შეტყობინებათა რეესტრში რეგისტრაცია.  წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა (მამოგრაფი, კოლპოსკოპი, ექოსკოპი, კოლონოსკოპი და ა.შ);“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მომსახურების მიმწოდებელი/მისი ქვეკონტრაქტორი ვალდებულია ქვეპროგრამის მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“, „ბ.გ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებზე აწარმოოს ხარისხის გარე კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე  ან/და საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიის მეშვეობით და ამის დამადასტურებელი  დოკუმენტი/სერტიფიკატი განმახორციელებელთან წარმოადგინოს ჩართვიდან 3 თვის განმავლობაში.“.

2.    პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №4):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეპროგრამაში („ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“) 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩართული ბენეფიციარები, აგრეთვე  ნარკომანიით დაავადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ.იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამაში „ნარკომანია.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის მოსარგებლეები/ბენეფიციარები, რომლებიც 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩართული იყვნენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში „ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია“, ავტომატურად ითვლებიან ამ წესით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში ჩართულ მოსარგებლეებად/ბენეფიციარებად.;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეპროგრამაში გაჩენილი ვაკანტური ადგილისა და ახალი მოსარგებლის/ბენეფიციარის ჩართვის მომენტისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000  სარეიტინგო ქულის ზემოთ, მინიმალური ქულის მქონე მოსარგებლე რიგითობის დაცვით.“.

3.    პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №5):

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) 2016 წელს ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დაფინანსება კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება  ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი რეგულაციებით.“ ;

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. მკურნალობის პერიოდი და მონიტორინგი

ცხრილი №1

 

გამოკვლევები

მკურნალობის პერიოდი (კვირა)****

მკურნალობის

შემდეგ (კვირა)

2

4

8

12

16

20

24

12-24

 

 

 

 

 

 

 

 

                 

 

ექიმთან ვიზიტი

X

X

 

X

 

X***

X

 

სისხლის საერთო ანალიზი

X

X

X

X

X

X

X

X

ALT  ALT, AST, ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო), კრეატინინი

 

X

X

X

X

X

X

X

HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა

 

X

 

X**

 

X**

X**

X.

TSH

 

 

 

X*

 

 

 

 

 

*ინტერფერონიანი რეჟიმის შემთხვევაში.

** HCV რნმ-ის კვლევა ტარდება მკურნალობის ბოლოს –  მე-12, მე-20 ან 24-ე კვირაზე.

*** ექიმთან ვიზიტი უტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც მე-20 კვირას ასრულებენ მკურნალობას.

**** კვლევის ჩატარება დასაშვებია დადგენილ ვადაზე ერთი დღით გვიან ან ადრე.

 

ცხრილი №2

მკურნალობის მონიტორინგი დეკომპენსირებული ციროზით პაციენტებისათვის

 

გამოკვლევები

მკურნალობის პერიოდი

(კვირა)****

მკურნალობის

შემდეგ(კვირა)

2

4

8

12

16

20

24

28

32

36

40

44

48

24

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ექიმთან ვიზიტი

X

X

 

X

 

 

X

 

 

X

 

 

X

 

სისხლის საერთო ანალიზი

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

ALT, AST, ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო), კრეატინინი

 

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

HCV რნმ-ის

რაოდენობრივი განსაზღვრა

 

X

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

X

X.

 

**** კვლევის ჩატარება დასაშვებია დადგენილ ვადაზე ერთი დღით გვიან ან ადრე.

 

ცხრილი №3

მკურნალობის მონიტორინგი 12 და 24-კვირიანი რეჟიმებისთვის

 

გამოკვლევები

მკურნალობის პერიოდი (კვირა)****

მკურნალობის

შემდეგ (კვირა)

2

4

8

12

16

20

24

12-24

 

 

 

 

 

 

 

 

                 

 

ექიმთან ვიზიტი

X

X**

 

X

 

 

X

X

სისხლის საერთო ანალიზი

X

X

X

X

X

X

X

 

ALT  ALT, AST, ბილირუბინი (პირდაპირი, საერთო), კრეატინინი

 

X

X

X

X

X

X

 

HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა

 

X

 

X***

 

 

X***

X.

TSH

 

 

 

X*

 

 

 

 

 

* ინტერფერონის შემცველი რეჟიმის შემთხვევაში.

** მკურნალობის 12-კვირიანი რეჟიმების დროს.

*** მკურნალობის ბოლოს – მე-12 ან 24-ე კვირაზე.

**** კვლევის ჩატარება დასაშვებია დადგენილ ვადაზე ერთი დღით გვიან ან ადრე.“.

4. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი” (დანართი №6) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადფმყოფობა)“.

5. პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (დანართი №7) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერის ვადა განისაზღვრება  1 თვით. ვაუჩერს ვადა შეიძლება გაუგრძელდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი