სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითლიანების საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 09/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017263
09/ნ
26/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
040030000.22.022.017263
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითლიანების საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითლიანების საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №09/ნ

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითლიანების საჯარო სკოლისათვის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112,26/09/2005წ.) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითლიანების საჯარო სკოლას მიენიჭოს სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი დაბა ფასანაურის სახელი.
მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს   ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის №23 გრაფით გათვალისწინებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლას მიენიჭოს №1, ხოლო №24 გრაფით გათვალისწინებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლას №2 ნუმერაცია.
მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005წ.) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის გრაფა №23 და №24  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23

დუშეთის მუნიციპალიტეტის

დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლა

  დაბა ფასანაური

           დაწ-საბ.

24

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №2 საჯარო სკოლა

  დაბა ფასანაური

        დაწ-საბ-საშ.

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა