„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016100
2
20/01/2017
ვებგვერდი, 23/01/2017
040170050.57.069.016100
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №2

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000 ლარისა ან ჯეროვნად აქვს შესრულებული თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20 ხელშეკრულება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 5 ხელშეკრულებისა. ამასთან, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვის ქონა – ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ან მოგების გადასახადის, ანდა დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ით, ხოლო არანაკლებ 200 000 ლარის ბრუნვის ქონა – ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ან დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ით;

დ) არანაკლებ 20 (მათ შორის, ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 5-ისა) ხელშეკრულების შესრულება – მიმწოდებლის მიერ შედგენილი ჩამონათვალით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სატენდერო/საკონკურსო განცხადების ნომერი ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი;“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თეთრ სიაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნისას მიმწოდებელს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ცნობა, რომელიც მას უკვე გამოყენებული აქვს თეთრ სიაში რეგისტრაციისას ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისას.

3. მე-11 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ლიკვიდაცია ან გარდაცვალება;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე