დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016615 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით განსაზღვრული:
1. დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №9 ლოჯისტიკის დეპარტამენტი (შეიარაღების სამმართველოს გარდა)
". 2. დანართები №11-12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №11 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (III სამმართველოს გარდა)
დანართი №12 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის III სამმართველო
".
3. დანართი №23 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №23 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო
“. 4. დანართი №38 -ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტერიტორიული ორგანოები (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ტერიტორიული ორგანოების საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებების, საქმისწარმოების, სამეურნეო უზრუნველყოფისა და კინოლოგიის ჯგუფების გარდა)“. 5. დანართი №39 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №39 ტერიტორიული ორგანოების (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გარდა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება, საქმისწარმოების, სამეურნეო უზრუნველყოფისა და კინოლოგიის ჯგუფები
“. 6. დანართი №40-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოსა და რაიონული სამმართველოების საქმისწარმოების განყოფილებებისა და საქმისწარმოების ჯგუფების გარდა)“. 7. დანართი №41 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №41 ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო და რაიონული სამმართველოების საქმისწარმოების განყოფილებები და საქმისწარმოების ჯგუფები
“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები