„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016318
4/2017
20/01/2017
ვებგვერდი, 20/01/2017
010240060.15.008.016318
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2017

2017 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 12 დეკემბრის №64/2015 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 14/12/2015, 010240060.15.008.016228) დანართში შევიდეს ცვლილება და დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის საარჩევნო პროცედურებისა და საოქმო შედეგების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;

დ) ცესკოს რეგლამენტი;

ე) დეპარტამენტის დებულება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი