დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016384 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-
2 ნაწილი
სა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №72 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 1 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი
№1-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები