(საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016

(საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 16/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016450
1032
12/07/2016
ვებგვერდი, 26/01/2017
480610000.03.030.016450
(საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

(საოპერაციო ნომერი 48098)

საგრანტო შეთანხმება

(საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)

საქართველოს

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის

EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით

 

 

 2016 წლის 12 ივლისი


სარჩევი

მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები

ნაწილი 1.01 განმარტებები

ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია                        

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება

ნაწილი 2.01 თანხა, ვალუტა და მიზანი

ნაწილი 2.02 გადმორიცხვები

ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები           

ნაწილი 2.04 გაუქმება მიმღების მიერ

ნაწილი 2.05 გადასახადები

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია

ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

ნაწილი 3.03 გარემოს დაცვის და სოციალური მოთხოვნების დაცვა

ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები

ნაწილი 3.05 პროექტის ჯგუფი

ნაწილი 3.06 შესყიდვა.

ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები                 

ნაწილი 3.08 თანხის გადაცემის შეთანხმება

მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები

ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები

ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება

ნაწილი 4.03 გადასახადები

ნაწილი 4.04 საზოგადოების ინფორმირება

ნაწილი 4.05 თაღლითობა და კორუფცია

მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება

ნაწილი 5.01 შეჩერება                            

ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ

ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება                       

ნაწილი 5.04 მიმღების ვალდებულებები

ნაწილი 5.05. თანხების დაბრუნების შემთხვევები

მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა

ნაწილი 6.01 განხორციელებადობა

ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა

ნაწილი 6.03 დავის გადაწყვეტა

მუხლი VII -  ამოქმედება; შეჩერება

ნაწილი 7.01  ძალაში შესვლის თარიღი

ნაწილი 7.02  ამოქმედების წინაპირობები

ნაწილი 7.03  სამართლებრივი დასკვნები                      

ნაწილი 7.04  შეჩერება არამოქმედების გამო

ნაწილი 7.05  შესრულების შეჩერება

მუხლი VIII – სხვადასხვა

ნაწილი 8.01 შეტყობინებები

ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება

ნაწილი 8.03 ცვლილება                                  

ნაწილი 8.04 ინგლისური ენა

ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება

ნაწილი 8.06 გადაცემა

ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები

ნაწილი 8.08 ინფორმაციის გაზიარება

ნაწილი 8.09 ეგზემპლარები       

 

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები

დანართი 1 – გადმორიცხვის მოთხოვნის ფორმა

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა

 


საგრანტო შეთანხმება

წინამდებარე საგრანტო შეთანხმება („შეთანხმება“) გაფორმდა 2016 წლის 12 ივლისს საქართველოს („მიმღები”), წარმოდგენილი ფინანსთა სამინიტროს მიერ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი” ან „EBRD”) შორის. 

ვინაიდან:

(ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ შეთანხმების” („ბანკის დაფუძნების შეთანხმება”) საფუძველზე შეიქმნა.

(ბ) მიმღებმა ითხოვა დახმარება პროექტის დაფინანსებაში (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე დოკუმენტით) ბენეფიცირების (განმარტებულია ქვემოთ) მხრიდან მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების რეგიონალურ ნაგავსაყრელებზე მიტანის უზრუნველყოფის მიზნით, მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანების და კონტეინერების შესყიდვის დაფინანსების გზით, რომლებსაც ბენეფიციარები გამოიყენებენ.

(გ) ბანკი აპირებს, ხელი მოაწეროს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთან, როგორც მსესხებელთან, რომლის მიხედვით ბანკი, როგორც სესხის გამცემი, თანახმაა, გამოყოს სესხი 10,000,000 ევროს (ათი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტის დაფინანსებისთვის, როგორც მითითებულია დანართში 1 („პროექტი”), სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებისა და დებულებების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს („სასესხო შეთანხმება”). 

(დ) სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს მიმღები  გადასცემს პროექტის ორგანიზაციას პროექტის განხორციელების მიზნით მიმღებს, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ   და პროექტის ორგანიზაციას შორის გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებების ვადებისა და პირობებისა შესაბამისად, რაც შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს („ქვესასესხო შეთანხმება”). 

(ე) ბანკი გეგმავს, გააფორმოს საპროექტო შეთანხმება პროექტის ორგანიზაციასთან, რომელიც, დროდადრო, შესაძლოა შეიცვალოს („საპროექტო შეთანხმება”), და რომლის თანახმადაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი აფორმებს სასესხო შეთანხმებას და წინამდებარე შეთანხმებას, პროექტის ორგანიზაცია დათანხმდება, შეასრულოს პროექტი საპროექტო შეთანხმების ვადებისა და პირობების თანახმად. 

(ვ) ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების მე-18 მუხლის თანახმად, ბანკმა დააარსა აქციონერთა სპეციალური ფონდი („ფონდი”), რომლის მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება აქციონერთა სპეციალური ფონდის წესების საფუძველზე, დათარიღებული 2008 წლის 15 აპრილით, რომელიც შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს (“ფონდის წესები”).

(ზ) ფონდის წესების ვადების და პირობებისა გარდა ბანკი თანახმაა, გამოყოს, მართოს და ადმინისტრირება გაუკეთოს გრანტს 2,000,000 (ორი მილიონი ევრო) ევრომდე, ფონდის რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმების ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, კონკრეტული საქონლის, სამუშაოების და დაკავშირებული სერვისების შესასყიდად პროექტთან დაკავშირებით. ამგვარი გრანტის თანხები პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება მიმღებს, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროს მიერ  და პროექტის ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი შეთანხმების საფუძველზე იმ თანხების გადაცემის მიზნით, რომლებიც არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას („თანხის გადაცემის შეთანხმება”).

ამგვარად, შეთანხმება მოხდა შემდეგზე:

მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები

ნაწილი 1.01 განმარტებები

სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც გამოყოფილია (მათ შორის დანართებსა და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებაში, განიმარტება სასესხო შეთანხმებაში (სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრული იმ ტერმინების გათვალისწინებით, რომლებიც შეიცვალა სასესხო შეთანხმებით) და/ან სტანდარტულ ვადებსა და პირობებში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობებით.  

წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: 

„ბანკის დაფუძნების

შეთანხმება”                

განიმარტება შესავალ ნაწილში (ა) მოცემული  მნიშვნელობით. 

 

„ბენეფიციარი”

გულისხმობს საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომელიც ჩამოთვლილია საპროექტო შეთანხმების განრიგში 2.

 

 

„კონტრაქტები”

ნიშნავს კონტრაქტებს, რომლებიც უკვე არსებობს ან გაფორმდება პროექტის ორგანიზაციას და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით.    

 

„კონტრაქტორები”

ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს, რომლებსაც დაიქირავებს პროექტის ორგანიზაცია პროექტისთვის საქონლისა და სამუშაოების, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესასყიდად, თითოეული ასეთი კონტრაქტორი უნდა შეირჩეს ნაწილი 3.06-ის შესაბამისად (შესყიდვა).

 

„გადმორიცხვა”

 

ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის გადმორიცხვას პერიოდულად წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (გადმორიცხვა) შესაბამისად.

 

 

„ძალაში შესვლის

თარიღი”

ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს  ნაწილი 7.01.-ის (ძალაში შესვლის თარიღი) შესაბამისად. 

 

„ფონდი”

განიმარტება შესავალ ნაწილში (ვ)   (ვ) მოცემული  მნიშვნელობით. 

 

„თანხის გადაცემის

შეთანხმება”

განიმარტება შესავალ ნაწილში (ზ) (ზ)  მოცემული  მნიშვნელობით. 

 

„გრანტით დაფინანსებული

ერთეულები”           

ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებსა და მომსახურებას, რომელიც დაფინანსდება გრანტით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების განრიგში 1 (გრანტით დაფინანსებული ერთეულები)  

 

„საგრანტო დაფინანსება”

განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით.

 

„საგრანტო დაფინანსების

გაცემის ბოლო თარიღი”:

 

ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02.(ა)  (საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი) ნაწილში განსაზღვრულ თარიღს.

 

„სასესხო

შეთანხმება”

განიმარტება შესავალ ნაწილში (გ)  (გ)    მითითებული  მნიშვნელობით.

 

„სასესხო დაფინანსება”

ნიშნავს ბანკის, როგორც სესხის გამცემის მიერ მსესხებლისთვის გამოყოფილ ან მომავალ დაფინანსებას სასესხო შეთანხმების თანახმად, რომელიც გადაეცემა სესხად პროექტის ორგანიზაციას ქვესასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად. 

 

 

„შესყიდვის გეგმა”

ნიშნავს შესყიდვის გეგმას პროექტისათვის, რომელიც მოცემულია საპროექტო შეთანხმების განრიგში 1.

 

„პროექტი”

განიმარტება შესავალ ნაწილში (გ)        მითითებული  მნიშვნელობით.

 

„საპროექტო შეთანხმება”

 

განიმარტება შესავალ ნაწილში (ე)    მითითებული  მნიშვნელობით.

 

პროექტის დასრულების

„თარიღი”

ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:

  (ა)  მიმღები ბანკს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და რომელიც დაადასტურებს პროექტის დასრულებას და

(ბ) ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკი კმაყოფილია პროექტის დასრულებით. 

 

 

„პროექტის

ორგანიზაცია"

გულისხმობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სარეგისტრაციო ნომრით 206074193, რეგისტრირებული საქართველოს მთავრობის ბრძანებით NO. 558, 2015 წლის 30 ოქტომბერს, რომელიც სრულად ეკუთვნის მიმღებს. 

 

„მიმღების უფლებამოსილი

წარმომადგენელი”

გულისხმობს მიმღების ფინანსთა სამინისტროს ან იმ პირს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წერილობით დაამტკიცებს.

 

„ანაზღაურების

ვალდებულება”

ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილში (ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები) მითითებულ ვალდებულებას, და შესაძლოა, იყოს „ანაზღაურების პირობითი ვალდებულება” ან „ანაზღაურების უპირობო ვალდებულება”, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში. 

 

„ფონდის წესები”

განიმარტება შესავალ ნაწილში (ვ)    მითითებული  მნიშვნელობით.

 

„ქვესასესხო

შეთანხმება”

განიმარტება შესავალ ნაწილში (დ)    მითითებული  მნიშვნელობით.

 

„სტანდარტული ვადები

და პირობები ”

ნიშნავს EBRD-ის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სტანდარტულ ვადებსა და  პირობებს.

 

ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია

წინამდებარე შეთანხმებაში:

(ა)  მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს; 

(ბ)  სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე.

(გ) პირების აღმნიშვნელი სიტყვები გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და

(დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად, წინამდებარე შეთანხმების ამ კონკრეტულ ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე.

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება

ნაწილი 2.01.  თანხა, ვალუტა და მიზანი

(ა)  წინამდებარე შეთანხმების თანახმად და შესაბამისად, ბანკი თანახმაა, მიმღებს ფონდიდან გამოუყოს გრანტი 2,000,000 (ორი მილიონი ევრო) ევროს ოდენობით („საგრანტო დაფინანსება”).

(ბ) საგრანტო დაფინანსების გამოყენება მოხდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის (შესყიდვა) შესაბამისად შესასყიდი  გრანტით დაფინანსებული ერთეულების შეძენის მიზნით. 

(გ) წინამდებარე შეთანხმების 5.05 ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) შესაბამისად საგრანტო დაფინანსება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

(დ) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის გამოყოფა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ამ მიზნით ფონდში არსებული გამოყოფასთან ან გადახდასთან დაკავშირებული და ტოლი თანხის გარდა. 

(ე) თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულები თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებით და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და ოდენობით, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში.

(ვ) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს საგრანტო დაფინანსების გადაცემა პროექტის ორგანიზაციისთვის პროექტის მიზნებისთვის წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული ვადებისა და პირობების შესაბამისად. 

ნაწილი 2.02. გადმორიცხვა

წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება), 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) და 7.02 ნაწილის (ამოქმედების წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ გადმორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:

ა) საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი

მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გამოყოფა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ამოქმედდება შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს და შეწყდება ბოლო ხელმისაწვდომ თარიღზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო შეთანხმების ნაწილით 2.02(ვ)  (სესხის სხვა ფინანსური პირობები), იმ შემთხვევის გარდა, თუ ბანკი დათანხმდება უფრო გვიან ვადაზე და წერილობით შეატყობინებს მიმღებს ამგვარი გადავადების შესახებ. 

ბ)  ნებადართული დანახარჯები

თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის გამოყოფა განხორციელდება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულების გონივრულ ღირებულებებთან დაკავშირებული გაწეული ხარჯების (ან თუ ბანკი თანახმაა გასაწევი ხარჯები) დასაფინანსებლად იმ პირობით,

ხარჯები გაწეულია წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღის შემდეგ. 

გ) გადმორიცხვის პირობები

2.02. ნაწილის ზოგადი პრინციპის შეზღუდვის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადმორიცხვა ერთ ან მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:

1)   სასესხო დაფინანსების თანხა, რომელიც არის გამოყოფილი ტრანშის ან მიმღების, როგორც მსესხებლის, მიერ მოთხოვნილია ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, მინიმუმ შეადგენს საგრანტო დაფინანსებით გამოყოფილი ან მიმღების მიერ ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თანხის ხუთმაგ თანხას, ან

2)  გადმოირიცხა ან მიმღებმა მოითხოვა სასესხო დაფინანსების სრული თანხა დამაკმაყოფილებელი გადმორიცხვის ფორმის გაგზავნის საშუალებით, სასესხო შეთანხმების თანახმად.

დ) თანხის გადმორიცხვის მოთხოვნა

(1)  მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკისთვის გადმორიცხვის შესახებ თავდაპირველი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. გადმორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს 1 დანართის ფორმით (თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის ფორმა) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი (საბოლოო) და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.

(2) გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომ მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და რომ ჩარიცხული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ას, რომელიც დამოწმებულია მიმღების მიერ ან მიმღების სახელით, ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული და განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების შეკრულების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად. 

ე) გადმორიცხვების ვალუტა 

თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების ექვივალენტი ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაწეული ხარჯების შემთხვევაში, ეკვივალენტური გადმოსარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

(1)  თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ევროში, ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

(2)  თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ხარჯების ვალუტაში ან ვალუტებში, ბანკი, იმ პირობით, რომ ასეთი ხარჯები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომ ვალუტაში ან ვალუტებში, შეისყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, როგორც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ეკვივალენტური ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.  

ვ) გადახდები სხვა ვალუტებში

გამონაკლის შემთხვევებში, ბანკს შეუძლია დააკმაყოფილოს მიმღების მოთხოვნა, რომ გადახდა განხორციელდეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში ან ხარჯების ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში ბანკი იყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ეკვივალენტური გამოყოფის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

ზ) მინიმალური გადმოსარიცხი თანხა

ბოლო გადმორიცხვის გარდა ან თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 50,000 ევროს (ორმოცდაათი ათასი ევრო) ოდენობით.

ნაწილი 2.03. ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები

(ა)  მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების (საჭირო ცვლილებებით) შესაბამისად, გამოუშვას ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსებით დასაფინანსებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს გადმორიცხვას.

(ბ) ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების შეკრულების 5.01 ნაწილის (შეჩერება) ან 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად.

(გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ.

ნაწილი 2.04.  გაუქმება მიმღების მიერ

მიმღებს შეუძლია ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის. 

ნაწილი 2.05.  გადახდები

ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შეკრულების შესაბამისად გამოსაყოფი თანხები პირდაპირ უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც მიმღები განსაზღვრავს თანხის გამოყოფის შესახებ თავის მოთხოვნაში;

ბ)  იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის სამუშაო დღე, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს;

გ) ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნეს გადახდილი ჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, ვალუტირებით გადახდის დღეს, ლონდონის (ინგლისი) ან სხვა ისეთი ქვეყნის ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. თანამშრომლობა და ინფორმაცია

(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების 4.01 ნაწილის (თანამშრომლობა და ინფორმაცია) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, შესაბამისი ცვლილებებით, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:

(i)  „მსესხებელი” გულისხმობს “მიმღებს” 

(ii) „სესხი” გულისხმობს „საგრანტო დაფინანსებას” და

(iii)  მითითება „სასესხო შეთანხმებაზე” გულისხმობს მითითებას „წინამდებარე შეთანხმებაზე.”

(ბ) სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შეთანხმების საპროექტო შეთანხმების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი.

ნაწილი 3.02. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

(ა) თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდება, მიმღები განახორციელებს თავად და გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რომ პროექტის ორგანიზაციამ:

(1) განახორციელოს პროექტი სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტიანობით და სასესხო შეთანხმების, საპროექტო შეთანხმების და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად; და

(2) განახორციელოს პროექტი შესყიდვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი მოდიფიკაცით, რომელზეც ბანკმა შესაძლოა წერილობითი თანხმობა განაცხადოს;

(3) განახორციელოს პროექტი გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო გეგმის და პროექტის განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად;

(4) უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2019 წლის 28 ოქტომბრისა და

(5)   მიიღოს პროექტის წარმატებით დასრულებისათვის საჭირო ყველა ზომა

(ბ) სტანდარტული ვადების და პირობების 4.02 ნაწილის (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:

(i)  მითითებები „მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად “მიმღებზე”; და 

(ii) მითითებები „სესხის შემოსავლებზე” განიმარტება მითითებებად “საგრანტო დაფინანსებაზე”.

ნაწილი 3.03.  გარემოს დაცვისა და სოციალური მოთხოვნების შესრულება

თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული პროექტის ნაწილი პროექტის კომპანიამ განახორციელოს საპროექტო შეთანხმების 2.05 ნაწილის (გარემოს დაცვისა და სოციალური ვალდებულებები) შესაბამისად.

ნაწილი 3.04. მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები

(ა)  მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაუშვას, რომ მისმა სააგენტოებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ქმედით ფუნქციონირებას ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს (ან არ იყოს დაშვებული) მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ

(ბ)    მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა:

(1)   ზედმიწევნით შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;

(2)  მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას და თითოეულ ბენეფიციარს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც საჭირო ან სასურველია და გაანაწილოს და დაამტკიცოს (ან უზრუნველყოს) ფულადი სახსრები და მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას და თითოეულ ბენეფიციარს, როგორც და როდესაც დასჭირდება პროექტის ორგანიზაციას და თითოეულ ბენეფიციარს პროექტის დასრულებისთვის; და

(3) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ასამოქმედებლად.

ნაწილი 3.05.  პროექტის ჯგუფი

მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციის პროექტის ჯგუფის საქმიანობები და მოვალეობები, რომლებიც მითითებულია საპროექტო შეთანხმების ნაწილში 2.03 (პროექტის ჯგუფი) მოიცავდეს გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვას და საგრანტო დაფინანსების განხორციელებას. 

ნაწილი 3.06. შესყიდვა 

(ა)  თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა პროექტის ორგანიზაციის მიერ განხორციელდება EBRD-ის შესყიდვის წესების საფუძველზე. გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა მოხდება ღია ტენდერის საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია EBRD-ის შესყიდვის წესების მესამე თავში.

(ბ)  ყველა შეთანხმება უნდა დაექვემდებაროს EBRD-ის შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს.

ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები

(ა) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების, საპროექტო შეთანხმების 2.07 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები), ასევე სტანდარტული ვადებისა და პირობების 4.04 ნაწილის (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:

(1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩარიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული ვალდებულების თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შემადგენლობით;

(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

(3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას, მათ შორის პროექტის ორგანიზაციასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს. 

(ბ) როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო შეთანხმების დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ბანკს მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მიმღების უფლებამოსილი მოხელის დამოწმებული) საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად აღიწერება ყველა კონტრაქტი, ყველა კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და მიწოდებისა და გამართვის განრიგები და ასევე თავდაპირველ პროგნოზებთან შედარება.

(გ) როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მიმღების უფლებამოსილი მოხელის დამოწმებული) საბოლოო ანგარიში პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განმარტებულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება.

(დ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ და თითოეულმა ბენეფიციარმა ბანკის და მისი წარმომადგენლებისათვის ბანკის მოთხოვნისამებრ, უზრუნველყონ:

(1)  პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერი ობიექტის  ვიზიტის შესაძლებლობა;

(2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და 

(3) აღნიშნული მიზნებისთვის, მიმღების, პროექტის ორგანიზაციისა და თითოეული ბენეფიციარის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის.  

(ე) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი.

(ვ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ და თითოეულმა ბენეფიციარმა უზრუნველყონ, რომ ბანკს და მის წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმღების, პროექტის ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ბუღალტრულ წიგნებზე და ჩანაწერებზე წვდომა.

ნაწილი 3.08. თანხის გადაცემის შეთანხმება

მიმღები, თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდა, უზრუნველყოფს:

ა) საგრანტო დაფინანსების პროექტის ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემას თანხის გადაცემის შეთანხმების შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები პირობებით;

ბ) ისარგებლებს უფლებებით თანხის გადაცემის შეთანხმების შესაბამისად, მიმღებისა და ბანკის ინტერესების დაცვით, ამ შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობით და საგრანტო დაფინანსების მიზნებთან შესაბამისობით; და

გ) არ გადასცემს, არ შეცვლის და არ გააუქმებს ან უარს არ იტყვის თანხის გადაცემის შეთანხმების რომელიმე დებულებაზე.

მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები

ნაწილი 4.01.  ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები

(ა)  მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ცალკე აწარმოოს ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისათვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით.

(ბ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების, საპროექტო შეთანხმების 3.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) და სტანდარტული ვადებისა და პირობების 5.02(c)(i) ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისი იყოს:

(1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით.

(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

(3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად, გონივრულად მოითხოვოს.

(გ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ პროექტის დასრულების თარიღიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის მანძილზე:

1)  შეინახოს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები და გრანტით დაფინანსებულ აქტივობებთან დაკავშირებულ სხვა ჩანაწერები, და

2) მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ბანკს ყველა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, პროექტთან დაკავშირებულ ანგარიშებიდან ამონაწერები.

ნაწილი 4.02. საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება 

მიმღები უზრუნველყოფს თავად და გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რომ პროექტის ორგანიზაციამ აიღოს ვალდებულება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:

ა) სათანადოდ შეასრულონ ყველა ვალდებულება წინამდებარე შეთანხმების და საპროექტო შეთანხმების მიხედვით;

ბ)   არ გაყიდონ, იჯარით არ გასცენ ან სხვაგვარად არ გაასხვისონ თავისი ძირითადი აქტივები, რომელიც საჭიროა საქმიანობების შედეგიანად განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათ უნარს – დამაკმაყოფილებლად შეასრულონ თავისი წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

გ) არ შეიტანოს ცვლილებები ან გასცეს უფლება ამგვარი ცვლილებების შეტანაზე თავის წესდებებში, თუ ეს ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებასთან ან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ბენეფიციარს, იმოქმედოს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, და

დ) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ასამოქმედებლად.

ნაწილი 4.03.  გადასახადები

(ა) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, პროექტის ორგანიზაციამ გადახდის ვადის დადგომისას გადაიხადოს ყველა დაკისრებული გადასახადი, რომელიც გადასახდელია წინამდებარე შეთანხმების (მათ შორის საგრანტო დაფინანსების პირობების) ან წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის გაფორმებასთან, გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან ან ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით.

(ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნას გამოყენებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას.  

ნაწილი 4.04  საზოგადოების ინფორმირება

მიმღები თავად უზრუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ და თითოეულმა ბენეფიციარმა შესაბამის პუბლიკაციებში, კომუნიკაციის დოკუმენტებსა და მედიაში აღნიშნოს, რომ პროექტმა დაფინანსება მიიღო მათ შორის ფონდისგანაც.

ნაწილი 4.05. თაღლითობა და კორუფცია

მიმღები თავად არ მიიღებს მონაწილეობას და უფლებამოსილებას არ მისცემს ოფიციალურ პირებს, დირექტორებს, უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგენტებს ან წარმომადგენლებს, ჩაერთონ პროექტთან, საგრანტო დაფინანსებასთან ან ნებისმიერ ტრანზაქციასთან, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში. 

მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება

ნაწილი 5.01.  შეჩერება

(ა)  ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ მოხდება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა:

1) სასესხო შეთანხმებას, ქვესასესხო შეთანხმებას, თანხების გადაცემის შეთანხმებას, ან საპროექტო შეთანხმებას დაეკარგება სრული იურიდიული ძალა ან შეჩერდება;

2) მიმღებმა ან პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით, თანხების გადაცემის შეთანხმებით, სასესხო შეთანხმებით, ქვესასესხო შეთანხმებით ან საპროექტო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

3) დადასტურდა, რომ პროექტისათვის მოიძებნა ალტერნატიული დაფინანსება, რაც წარმოშობს ორმაგ დაფინანსებას (ნაწილობრივ ან სრულად);

4) ბანკმა გააუქმა ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.01 ნაწილის (გაუქმება) ან სასესხო შეთანხმების ნაწილის 4.01 (გაუქმება) შესაბამისად;

5) ბანკმა გააუქმა ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად;

6) სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06 ნაწილში (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) ან სასესხო შეთანხმების 4.02 ნაწილში (გადახდის ვადის შემცირება) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება და ბანკმა სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი გამოაცხადა გადასახდელად სტანდარტული ვადებისა და პირობებისა 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად;

7) მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას მიმღების ან პროექტის ორგანიზაციის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ან საპროექტო შეთანხმებით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ან

8) მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით ან პროექტის ორგანიზაციის მიერ საპროექტო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ან იქნება არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერ არსებით საკითხთან დაკავშირებით;

9) პროექტის ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება, ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ორგანიზაციის უნარზე განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს საპროექტო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

10) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სასესხო დაფინანსების გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადებისა და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად;

11)   ფონდმა შეაჩერა ფონდის წესები;

12)  სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი ან ნებისმიერი მათი თანამდებობის პირი, აგენტი ან წარმომადგენელი მონაწილეობდნენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში;

13) მყარი ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა ან უარი ითქვა, იმგვარად, რომ ეს საგრძნობლად და საზიანოდ მოქმედებს ოპერაციებზე ან ფინანსურ პირობებზე მიმღებისათვის, რომ მან სათანადოდ შეასრულოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

(ბ)  მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ გადმორიცხვაზე შეჩერებული უნდა იქნეს სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და თუ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი გადმორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი გადმორიცხვის უფლება აღდგება მხოლოდ ასეთ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის უფლებას ან სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ნაწილი 5.02.  გაუქმება ბანკის მიერ

(ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც უნდა დაფარულიყო გრანტის თანხიდან, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა. საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება.

(ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩარიცხვის მოთხოვნის უფლება შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.

(გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული პირობებისა და დებულებების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.

(დ) თუ ნებისმიერ დროს, ბანკი განსაზღვრავს, რომ:

(1) ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას;

(2) წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის; ან

(3)  ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის ნებისმიერი წარმომადგენელი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან აღსრულების დროს, და მიმღებმა და/ან პროექტის ორგანიზაციამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად;

ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

(ე) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღების, პროექტის ორგანიზაციის  ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორის რომელიმე წარმომადგენელი მონაწილეობს ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება

გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება თანხებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ასეთ ვალდებულებაში. 

ნაწილი 5.04 მიმღებისა ვალდებულებები

ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ამ დოკუმენტში.

ნაწილი 5.05 თანხების დაბრუნების შემთხვევები

თუ მოხდება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოთხოვოს მიმღებს საგრანტო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნეს გადახდილი, ასეთი შემთხვევებია:

(ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(1) ან 5.01(ა)(2)  (შეჩერება) ნაწილებში მითითებულ შემთხვევას.

(ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(2), (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას და, გამოსწორებადობის მიუხედავად, გაგრძელდა ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 

(გ) ადგილი აქვს და გრძელდება სასესხო შეთანხმებაში ან სტანდარტულ ვადებსა და პირობებში მითითებულ ვადამდე დაფარვის ნებისმიერ შემთხვევას და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს აცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადებისა და პირობებისა და 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად.

(დ) ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის ნებისმიერი წარმომადგენელი მონაწილეობს ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში.

(ე) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა, სასესხო შეთანხმების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად.

მუხლი VII – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა

ნაწილი 6.01 განხორციელებადობა

მიმღების უფლებები და მოვალეობები ძალაში დარჩება და იქნება განხორციელებადი მათი პირობებიდან გამომდინარე, მიუხედავად მიმღების რომელიმე კანონისა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. არცერთ სიტუაციაში მიმღებს არ აქვს უფლება განაცხადოს, რომ წინამდებარე შეთანხმების რომლიმე დებულება არის ბათილი ან რაიმე მიზეზით განუხორციელებელი.  

ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა

ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

ნაწილი 6.03 დავის გადაწყვეტა

სტანდარტული ვადებისა და პირობებისა 8.04 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს, ისე თითქოს სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში (შესაბამისი ცვლილებებით), ზემოაღნიშნულის ზოგადი ხასიათის დარღვევის გარეშე, თითქოს:

(i) მითითებები „სასესხო შეთანხმებაზე”, ან „საპროექტო შეთანხმებაზე” განიმარტება მითითებად „ამ შეთანხმებაზე”.

(ii) მითითებები „მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად „მიმღებზე”.

მუხლი VIII   ამოქმედება; შეჩერება

ნაწილი 7.01.  ამოქმედების თარიღი

თუ მიმღები და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმება ამოქმედდება იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილით (ამოქმედების წინაპირობები) და 7.03 ნაწილით (სამართლებრივი დასკვნები). 

ნაწილი 7.02.  ამოქმედების წინაპირობები

წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ არ ხდება და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების 5.01.(ა) ნაწილში (შეჩერება) ან 5.05 ნაწილში (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:     

(ა)  ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი.

(ბ)  სასეხო შეთანხმების ამოქმედების ყველა წინაპირობა, სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.02, ნაწილის (ამოქმედების წინაპირობები) და სასესხო შეთანხმების 5.01 ნაწილის (ამოქმედების წინაპირობები) შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა, შესრულდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;

(გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და ადმინისტრაციული ქმედებით;

(დ) თანხის გადაცემის შეთანხმება, ბანკისთვის მისაღები ფორმით, შესრულებულია და მიწოდებული და მისი ამოქმედების ყველა პირობა, ასევე პროექტის ორგანიზაციის უფლება, მოითხოვოს თანხის გადმორიცხვა, გარდა ამ შეთანხმების ამოქმედებისა, შესრულდა;

(ე) ბანკმა მიიღო შეტყობინება ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომ თანხის გადაცემის შეთანხმება სათანადოდ შესრულებული და უფლებამოსილია მიმღების და პროექტის ორგანიზაციის მიერ ან რატიფიცირებულია ყველა სამთავრობო და ადმინისტრაციული აქტით; და

(ვ) ბანკს მიეწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა დოკუმენტი, რომელთა მოთხოვნაც მიზანშეწონილია. 

ნაწილი 7.03.  სამართლებრივი დასკვნები

(ა) წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (ამოქმედების წინაპირობები) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ფარგლებში, მიმღები მიაწვდის ბანკს სამართლებრივ დასკვნას ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების სახელით მიმღების იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, წინამდებარე შეთანხმებით და თანხის გადაცემის შეთანხმებით განსაზღვრულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით,  და მიუთითებს, რომ წინამდებარე შეთანხმება და თანხის გადაცემის შეთანხმება სათანადოდ არის დამოწმებული ან რატიფიცირებული და გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების სახელით და მოიცავს მიმღების, ქმედუნარიან და იურიდიულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელიც განხორციელებადია მისი პირობების შესაბამისად;

(ბ) წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (ამოქმედების წინაპირობები) შესაბამისად მიმღები გასცემს ან უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ბანკისთვის მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა პროექტის ორგანიზაციის სახელით ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ თანხის გადაცემის შეთანხმების მიზნებისთვის, ბანკისათვის მისაღები ფორმით, რაც აჩვენებს, რომ თანხის გადაცემის შეთანხმება უფლებამოსილია ან რატიფიცირებული და შესრულებული და წარმოდგენილია პროექტის ორგანიზაციის მიერ და წარმოადგენს პროექტის ორგანიზაციის სამართლებრივად მოქმედ ვალდებულებას, რაც შესრულებადია მისივე პირობების მიხედვით.

ნაწილი 7.04.  შეჩერება არამოქმედების გამო

იმ შემთხვევაში, თუ:

(ა) წინამდებარე შეთანხმება არ ამოქმედდება შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) კალენდარული დღის განმავლობაში; ან  

(ბ) სასესხო შეთანხმება არ ამოქმედდება სასესხო შეთანხმების 5.03 ნაწილში (შეჩერება არამოქმედების გამო) მითითებულ დღეს ან ბანკის მიერ მიმღებისთვის, როგორც მსესხებლისთვის, სტანდარტული ვადებისა და პირობების 9.04 ნაწილის (შეჩერება არამოქმედების გამო) შესაბამისად, შეტყობინებულ ნებისმიერ მომდევნო თარიღზე;

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ბანკის ყველა ვალდებულება შეჩერდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილის მიზნებისთვის. ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმღებს ამგვარი გვიანი თარიღი.

ნაწილი 7.05.  შესრულების შეჩერება

(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას აქ განსაზღვრული დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა, შეთანხმების პირობების შესაბამისად; იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების ნაწილის 6.03 (დავის გადაწყვეტა) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეჩერების შემდეგ.

(ბ) წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების 5.05(დ) ნაწილის (თანხის დაბრუნების შემთხვევები) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეჩერების შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში. 

მუხლი VIII – სხვადასხვა

ნაწილი 8.01. შეტყობინებები

ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან გაკეთება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმებით, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმების 7.01 ნაწილში (ამოქმედების თარიღი), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს მეორე მხარეს (რომელიც აგზავნის შეტყობინებას ან მოთხოვნას). თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით მიწოდებული შეტყობინებები ასევე უნდა დადასტურდეს ფოსტით.

მიმღებისთვის:

საქართველო

ფინანსთა სამინისტრო,

საქართველო,

ქ. თბილისი 0114,

გორგასლის ქუჩა №16.      

ვის: სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი                            

ფაქსი:  +995 32 2262 423  

ბანკისთვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი №1,

ლონდონი, საფოსტო ინდექსი EС2A 2JN

გაერთიანებული სამეფო

ადრესატი:  საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ფაქსი:    +44-20-7338-6100

ნაწილი 8.02. მოქმედების უფლებამოსილება

ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელსაც წერილობით განსაზღვრავს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდონ მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილების და აღნიშნული თანამდებობის პირის(ების) დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, ძირითადად დანართი 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა).

ნაწილი 8.03 ცვლილება

წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელისა და ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, შესწორება ამ შეთანხმებაში ამოქმედდება დამტკიცების იმავე პროცედურების გავლის შემდეგ, რომელიც შეეხება წინამდებარე შეთანხმებას.

 ნაწილი 8.04 ინგლისური ენა

წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. ბანკის თანხმობის არსებობის შემთხვევის გარდა, სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია, როგორც დამტკიცებული თარგმანი და ამგვარი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო. 

ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება

(ა) მიმღები სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს (და დაიცვას) ბანკს და მის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, აგენტებს და თანამშრომლებს ნებისმიერი და ყველა ვალდებულება, ზარალი, ზიანი (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმა, მოთხოვნა, გადასახადი, სარჩელი, ხარჯი და დანახარჯი (მათ შორის, ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასური და ხარჯი და გამოძიების ხარჯები), მათ შორის ზემოაღნიშნულის ზოგადი ხასიათის დარღვევის გარეშე, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა (მიუხედავად იმისა უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება:

1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე;

2)  მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან ბენეფიციარების   ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან ბენეფიციარების მიერ მათი ფლობის, ან კონტროლის საფუძველზე; ან 

3) ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე.

იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება წინამდებარეთი, საკუთარი დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში.

(ბ) მიმღები ადასტურებს, რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ, როგორც გრანტის პროვაიდერი და არა როგორც კონსულტანტი მიმღებისთვის. მიმღები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებისას გამოიყენა საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და ეყრდნობა ასეთი კონსულტანტების მიერ მისთვის მიცემულ რჩევას და ის არ ეყრდნობა და მომავალშიც არ დაეყრდნობა მისთვის ბანკის მიერ მიცემულ ნებისმიერ რჩევას.

ნაწილი 8.06 გადაცემა

მიმღებს არ შეუძლია გადასცეს თავისი წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები

ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივ პროცესში და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოყოფის პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გამოყოფილი თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი შემდეგი გამოყოფის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას.

ნაწილი 8.08. ინფორმაციის გაზიარება

ბანკს შეუძლია გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების, პროექტის ორგანიზაციის და თითოეული ბენეფიციარის და ამ გარიგების შესახებ (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების, ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის (ნებისმიერი მიზნით) ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები და/ან პროექტის ორგანიზაცია წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და ფონდის წესების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით.

ნაწილი 8.09 ეგზემპლარები

წინამდებარე შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერი რაოდენობის ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ ყველა მათგანი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე შეთანხმებას.           

აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა სამ ეგზემპლარად ზემოთ პირველად მითითებულ დღეს.  

             

საქართველო

 ______________________ 

სახელი: ნოდარ ხადური

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

______________________

სახელი: ბრუნო ბალვანერა

თანამდებობა: რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში

 

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები

წინამდებარე განრიგში წარმოდგენილი შესყიდვის გეგმა მიუთითებს გრანტით დაფინანსებულ ერთეულებს და თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყოფილ საგრანტო დაფინანსების თანხას.

 

გრანტით დაფინანსებული ერთეულები

საგრანტო დაფინანსების თანხა გამოყოფილი ევროში

მყარი ნარჩენების შემგროვებელი/თვითმტვირთველი მანქანების და კონტეინერების შეძენა

 

 

2,000,000

 

 

           

დანართი 1 – თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმა

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]

 

[თარიღი]

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი №1

ლონდონი EC2A 2JN

გაერთიანებული სამეფო

 

საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ

 

საოპერაციო NO. 48098 (გრანტის კომპონენტი)

გამოყოფის მოთხოვნის  NO. [1]

 

საგანი: საგრანტო შეთანხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკს”) შორის.

ამგვარად, ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების დებულებების შესაბამისად:

გრანტის ვალუტა:                            [ევრო]

მოთხოვნილი გადახდის ვალუტა:    [2]

დაფინანსებული თანხ(ებ)ი/ვალუტა  [3]

ვალუტირების თარიღი:                     [4]

გადასახდელია  (მიმღებისთვის):       [5]

 

გადახდის ინსტრუქციები (მიმღების საბანკო რეკვიზიტები):

მიმღების ანგარიშის სახელი:       [6]

მიმღების ანგარიშის ნომერი:      [7]

მიმღების ბანკის სახელი:         [8]

მიმღების ბანკის მისამართი: [9]

 

მიმღების საბანკო - საკორესპონდენტო რეკვიზიტები:

კორესპონდენტი-ბანკის სახელი:       [10]

მისამართი:                                         [11]

ანგარიშის სახელი:                            [12]

ანგარიშის ნომერი:                           [13]

გადახდის რეკვიზიტები:                [14]

 

ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან.

ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

[გარანტიის დაცვით, რომ 2.02(გ) ნაწილის (თანხის ჩარიცხვის წინაპირობა) მოთხოვნები შესაბამისი 2.02(გ) ნაწილის (1), (2) ან (3) პარაგრაფის სიტყვიერი ფორმულირების გამოყენებით.]

ამგვარად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ვუდასტურებთ, რომ (i) ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომლებიც მითითებულია საგრანტო შეთანხმებაში და სასესხო შეთანხმებაში და (ii) არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომელიც არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჩვენს უნარზე – განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ საგრანტო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

პატივისცემით,

--------------------------- მიერ

სახელი

თანამდებობა.

ჩანართები:   შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [16].

                       დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [17]

 

შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით

[1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის გამოყოფის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის გამოყოფის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, ისინი განსაზღვრულია პირდაპირი გადახდის გზით გამოყოფისთვის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია ფაქსით ერთ ჯერზე მეტად, და სხვ.

[2] გთხოვთ, მიუთითოთ მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით.

თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს სხვა განაცხადის ფორმა.

[3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია საგრანტო შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას.

[4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD-ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნეს მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს “შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა”. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა თუ შესაძლებელი იქნება, უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადმორიცხვის მოთხოვნა არის სწორი და სრული).

[5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ ბანკი თანხმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე.

[6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ფულის მიმღების სახელი.

[7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომერის მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში.

[8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ მიუთითეთ ბანკის სახელი და ქალაქი.

[9] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან სვიფტკოდი.

[10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი-ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს.

[11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი-ბანკის განყოფილების კოდი ან სვიფტკოდი.

[12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი.

[13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტ-ბანკში, ან თუ ის არ არის სვიფტ-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი.

[14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს.

[15] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელ ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით.

[16] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, გამოყოფის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.

[17] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა აქ მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD-იმ შეძლოს მათი განხილვის ორგანიზება.

 

 

Confidential Draft                                                                                                                               ref: c xx xxx9xxx

Subject to Change                                                                                                                         Draft Date: 00/00/00

 

გადმორიცხვის მოთხოვნის მოკლე შეჯამება

 

მიმღების

სახელი: [1]       ........................

ოპერაცია

NO : [3]................

მოთხოვნა

NO: [4] .................         

                         

თარიღი: [2]      ............

 

 

    

შეჯამება NO:[5]..........

 

 

 

ჩარიცხვა            (ნომერი./ სახელი/ %)

გრანტით

დაფინანსებული

ერთეულები: [6]  ........./................../.....

 

ერთეული N

ერთეულის აღწერა

კონტრაქტის ნომერი და თარიღი

კონტრაქტორის სახელი და მისამართი

საქონლის, სამუშაოების მოკლე აღწერა

კონტრაქტის ვალუტა და მთლიანი თანხა

სათანადო ხარჯების ვალუტა & თანხა

დაფინანსების თანხა

ხარჯების ვალუტაში

[7]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[8]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[9]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[10]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[11]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[12]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[13]

 

 

 

 

 

 

 

 

 

[14]

 

 

 

 

 

 

 

 

 

               

ხელმოწერა     

[16]..............................               

 

 

ჯამი (თითოეულ ვალუტაში)

[15] .................................................

 

 

                                                 

შენიშვნები თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით            

[1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.                

[3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.              

[5]  შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის გადმორიცხვის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.             

[6] გადმორიცხვა გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი გადმორიცხვიდან. გთხოვთ, იხილოთ საგრანტო შეთანხმება და მოძებნოთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, „გრანტით დაფინანსებული ერთეული №(3ბ), მოწყობილობა, 60%”).

იმ შემთხვევაში, თუ თანხის გამოყოფის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.              

[7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშ-ფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვ) წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი გამოყოფის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმაზე.

[8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, „ანგარიშფაქტურა”, „ქვითარი”, „ინჟინრის სერტიფიკატი”, „[. . . .]-ის თარგმანი”, და სხვ.               

[9] შეთანხმების რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია შეთანხმებას ჰქონდეს დამოუკიდებელი ნომერი მიმღებსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება დამოუკიდებელი ნომერი, EBRD მიანიჭებს შეთანხმების ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა, შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.                 

შეთანხმების/შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში.                   

შენიშვნა: აღნიშნული შეთანხმება შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ გადმორიცხვის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად.

[10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. გარიგების მხარის (კონტრაქტორი) სახელი და მისამართი შეთანხმებაში/შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში.              

[11] საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში. 

[12] შეთანხმების ვალუტა და საერთო თანხა. შეთანხმების საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული პუნქტში [9].              

[13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი „ერთეული”, (მაგალითად, ანგარიშფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთი და იმავე დანარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში.

[14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს შეთანხმების და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.                  

[15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხ(ებ)ას.

[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის გამოყოფის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.  

 

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]

[თარიღი]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი №1

ლონდონი EC2A 2JN

გაერთიანებული სამეფო

 საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ

საგანი:  საოპერაციო  NO. 48098 (გრანტის კომპონენტი)

უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი7

ბატონო/ქალბატონო,

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (“ბანკი”) შორის (თარიღი) დათარიღებულ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი საქართველოს სახელით მოაწეროს ხელი [თანხის გამოყოფის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს], რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე.                    

                სახელი                               თანამდებობა                  ხელმოწერის ნიმუში

                                                                                                                                                       

                _______________        _______________        _________________________

 

                _______________        _______________        _________________________

 

                _______________        _______________        _________________________

 

                _______________        _______________        _________________________

ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარეთი გაუქმებულია.

 

_________

დანიშნული ხელმომწერები შესაძლოა შეიცვალოს მიმღების მიერ ნებისმიერ დროს, ბანკისთვის უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის ახალი წერილის გაგზავნის საფუძველზე.

 პატივისცემით,

-თვის და -სახელით:

                        

საქართველო

_____________________________ მიერ

 

სახელი:

თანამდებობა:

 

შენიშვნები უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის შედგენასთან დაკავშირებით                   

·  ზემოხსენებულ უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით მისი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც მოითხოვება ან ნებადართულია საგრანტო შეთანხმების 2.02. ნაწილის ან 2.03 ნაწილის დებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით, მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

·  იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ერთზე მეტმა თანამდებობის პირმა, უფლებამოსილების წერილში მკაფიოდ უნდა მიეთითოს ამის შესახებ, და შესაბამისად უნდა შესწორდეს პირველი წინადადება. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ხელმომწერები იყოფა ორ ჯგუფად, და საჭიროა თანამდებობის პირის ხელმოწერა თითოეული ჯგუფიდან, ასევე ეს მოთხოვნაც გარკვევით უნდა მიეთითოს.