მსოფლიო ბანკი 1818 H ქუჩა N.W. (202) 477-1234 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი სესხის №: 8377-GE სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილება

მსოფლიო ბანკი 1818 H ქუჩა N.W. (202) 477-1234 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი სესხის №: 8377-GE სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 1031
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 02/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016448
1031
12/08/2016
ვებგვერდი, 24/01/2017
480610000.03.030.016448
მსოფლიო ბანკი 1818 H ქუჩა N.W. (202) 477-1234 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი სესხის №: 8377-GE სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

მსოფლიო ბანკი

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

საერთაშორისო განვითარების ასოციაცია

1818 H ქუჩა N.W.

ვაშინგტონი, 20433 აშშ

(202) 477-1234   საფოსტო მისამართი: INTBAFRAD

საფოსტო მისამართი: INDEVAS

28 ივლისი 2016

 

ბატონ ნოდარ ხადურს

ფინანსთა მინისტრს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0114, გორგასლის ქუჩა 16,

საკითხი: საქართველო

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი

სესხის №: 8377-GE

სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილება


აღმატებულებავ,

საქართველოს (შემდგომში „მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში „ბანკი“) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებულ ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე, პროექტის ფარგლებში დანაზოგი თანხების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების თხოვნის შესახებ თქვენი 2015 წლის 25 დეკემბრისა და 2016 წლის 6 ივლისის წერილების პასუხად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე წერილში (შემდგომში „ცვლილების წერილი“) გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც ამავე წერილში არ არის განმარტებული, აქვს სასესხო ხელშეკრულებაში მინიჭებული მნიშვნელობა. 


ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებითა და ჩვენი ბოლო განხილვების საფუძველზე, ბანკი გთავაზობთ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას შემდეგი სახით:

1. სასესხო ხელშეკრულების განრიგი 1 შეიცვალოს და ჩანაცვლდეს ახალი განრიგი 1-ით, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ცვლილების წერილს.

2. სასესხო ხელშეკრულების განრიგი 2-ის IV.ბ.1 ნაწილი („სესხის თანხების გამოთხოვა“) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. წინამდებარე ნაწილის „ა“ პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება:

ა) წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღამდე გადახდილი თანხების ასანაზღაურებლად;

ბ) გადახდებისთვის, რომლებიც შესრულდა ცვლილების წერილის თარიღამდე, გარდა იმ გადახდის მოთხოვნებისა, რომელთა მთლიანი ოდენობა არ აღემატება $9,700,000-ს და რომელიც განხორციელდა ცვლილების წერილის თარიღამდე, 2015 წლის 25 დეკემბერს ან მის შემდეგ პერიოდში, კატეგორია 1-ით გათვალისწინებული დანახარჯებისთვის, „პროექტის A.2 და A.3 ნაწილებთან დაკავშირებით.“

3. სასესხო ხელშეკრულების დანართს ემატება ახალი პუნქტი 2, და მომდევნო პუნქტები გადაინომრება შესაბამისად:

„2. „ცვლილებების შესახებ წერილი“ აღნიშნავს წერილს, დათარიღებულს 28 ივლისი 2016, რომელიც მოიცავს სასესხო ხელშეკრულების №1 ცვლილებას“.

4. სასესხო ხელშეკრულების დანართის მე-7 პუნქტი (წინა რედაქციით პუნქტი 6) შეიცვლება მთლიანად და ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

„7. “ESMP” ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვით და სოციალური მართვის გეგმას, ბანკისთვის მისაღები ფორმით, დათარიღებული 2014 წლის 4 აპრილით, რომელიც შედის ESIA ანგარიშში, და მსესხებლის ცალკე მომზადებულ გარემოსდაცვით და სოციალური მართვის გეგმას, ბანკისთვის მისაღები ფორმით, დათარიღებული 2016 წლის 24 ივნისით, რომლებიც აღწერს გარემოსდაცვით და სოციალურ შემსუბუქების ზომებს, მონიტორინგს და ინსტიტუციონალურ ზომებს, რაც უნდა განხორციელდეს პროექტის განმავლობაში, ბანკისათვის მისაღები ფორმით.”

სასესხო ხელშეკრულების ყველა დანარჩენი პირობა რჩება უცვლელი.

გთხოვთ, მსესხებლის სახელით დაგვიდასტუროთ, რომ მისაღებია წინამდებარე ცვლილების ზემოთ მოცემული ვარიანტი, მოცემული ცვლილების წერილის ხელმოწერისა და შესაბამისი თარიღის ქვემოთ შესაბამის ადგილას მითითების გზით. აღნიშნული ცვლილების წერილი უნდა გაფორმდეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული იქნება დედანი და ერთი პირი ცვლილების წერილისა გამოგვეგზავნება ჩვენ. წინამდებარე ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრება მსესხებლის მიერ ბანკისათვის წინამდებარე ცვლილების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების თარიღი.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ 2016 წლის 7 ივლისით დათარიღებული რესტრუქტურიზაციის დოკუმენტი გამოქვეყნებული იქნება ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ბანკის პოლიტიკის თანახმად.

პატივისცემით,

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

(INTERNATIONAL BANK FOR RECONSTRUCTION

AND DEVELOPMENT

- IBRD)

______________________________

მერსი ტემბონი

რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასია: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი

შეთანხმებულია:

საქართველო

 ნოდარ ხადური

 უფლებამოსილი წარმომადგენელი

პოზიცია: საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თარიღი: 08.12.2016/აგვისტო 12, 2016

დანართი

განრიგი 1

პროექტის აღწერა

პროექტის მიზნებია საიმედო ელექტროენერგიის გადაცემის უზრუნველყოფა სისტემის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისთვის, ელექტროენერგიის გაცვლის სისტემის მოდერნიზება და ეკონომიკურად ეფექტური, გარემოსდაცვითი და სოციალურად მდგრადი ელექტროენერგიის სექტორის დაგეგმის უზრუნველყოფა.

პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ნაწილი A) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება

(1) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხედან ბათუმამდე: (ა) 220კვ ორჯაჭვა გადამცემი ხაზის მიწოდება და ინსტალაცია ახალციხის მუდმივი დენის გარდამსახი 500/400/220კვ ქვესადგურიდან (ახალციხის ქვესადგური) ბათუმის 220კვ ქვესადგურამდე; (ბ) მიწოდებისა და ინსტალაციის ზედამხედველობა ახალციხე ბათუმი გადამცემ ხაზთან დაკავშირებით;

(2) წყალტუბო-ქუთაისი-ზესტაფონის ქვესადგურების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისთვის მოწყობილობის მოწოდება.

(3) მენჯის და ქუთაისის ქვესადგურების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის კოლხიდა 1-ის რეაბილიტაცია.

ნაწილი B) ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმა

(1) ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმის დიზაინი, მიწოდება და ინსტალაცია: (ა) პროგრამული უზრუნველყოფის და შესაბამისი აპარატურის მიწოდების ჩათვლით, რომელიც საჭიროა აღრიცხვის, ანგარიშგების და სავაჭრო სისტემებისათვის; და (ბ) პლატფორმის მიწოდებისა და მონტაჟის ზედამხედველობის ჩათვლით.

(2) მონაცემთა შეგროვებისა და მართვის სისტემის, და ელექტროენერგიის მართვის სისტემის განახლება. 

ნაწილი C) ელექტროენერგიის სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება

ელექტროენერგიის სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების მომზადება.

ნაწილი D) პროექტის მენეჯმენტი და გადამცემი სისტემის შესწავლები

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: (1) პროექტის ეფექტური მენეჯმენტი და პროექტის განხორციელება; (2) შემდეგის მომზადება: (ა) ახალი გადამცემი სისტემის გაფართოების გეგმა, (ბ) მომავალი გადამცემი ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებები და (გ) მომავალი გადამცემი ხაზებისთვის წინასწარი დიზაინები.