სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044)

სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044)
დოკუმენტის ნომერი 1029
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016446
1029
01/09/2016
ვებგვერდი, 24/01/2017
480610000.03.030.016446
სესხის ნომერი -3418-GEO(SF) სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (1 სექტემბერი GEO 48044)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სესხის ნომერი -              -GEO(SF)

სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3) საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თარიღი 1 სექტემბერი GEO 48044


სასესხო შეთანხმება

(სპეციალური ოპერაციები)

სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2016 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს („მსესხებელს“ და აზიის განვითარების ბანკს („ბანკს“) შორის.

სადაც

(ა) ბანკმა მიიღო მსესხებლისგან 6 ივლისით დათარიღებული განვითარების პოლიტიკასთან დაკავშირებული წერილი („პოლიტიკის წერილი“), რომელშიც ჩამოყალიბებულია კონკრეტული მიზნები, პოლიტიკა და ქმედებები, რაც წინამდებარე სესხის შეთანხმების განრიგში 1 არის აღწერილი და მიზნად ისახავს მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარებას („პროგრამა“);

(ბ) პროგრამა შედგება პროგრამული მიდგომის მესამე ქვეპროგრამისაგან, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სესხის შეთანხმების 1 განრიგის 1 პარაგრაფში („პროგრამული მიდგომა“) და მსესხებელმა მიმართა ბანკს (i) სესხისათვის ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხისთვის ბანკის სპეციალური რესურსების ფონდიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის განხორციელების მიზნით;

(გ) მსესხებელსა და ბანკს შორის ამ თარიღისათვის მიღწეული შეთანხმებით („ჩვეულებრივი ოპერაციის სასესხო შეთანხმება“), ბანკი დათანხმდა აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად სესხად გასცეს მსესხებელზე ორმოცდაათი მილიონი აშშ დოლარი ($50,000,000) ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან; და

(დ) ბანკი დათანხმდა სესხი გასცეს მსესხებელზე ბანკის სპეციალური რესურსების ფონდიდან ქვემოთ მოცემული ვადების და პირობების შესაბამისად;

ამდენად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

სესხის რეგულაციები, განმარტებები

პუნქტი 1.01. ბანკის მიერ სესხის გაცემის მარეგულირებელი სპეციალური ოპერაციები, დათარიღებული 2006 წლის 1 იანვრით („სესხის რეგულაციები“) სრულად ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე ისეთივე ძალით და შედეგებით, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, ამასთანავე, ექვემდებარება შემდეგ ცვლილებას:

(ა) პუნქტი 2.01(24) ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

 24. ტერმინი „პროგრამა“ ნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ბანკი დათანხმდა სესხის გამოყოფას, როგორც ეს არის აღწერილი სასესხო შეთანხმებაში და რომლის აღწერილობა შესაძლოა დროდადრო ჩასწორდეს ბანკის და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე.

(ბ) ტერმინი „პროექტი“, სადაც გვხვდება სესხის რეგულაციებში, უნდა იქნეს ჩანაცვლებული ტერმინით „პროგრამა“.

(გ) პუნქტი 2.01(26) ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

26. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ ნიშნავს ორგანიზაციას ან ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს არის აღწერილი სასესხო შეთანხმებაში.

(დ)ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“, სადაც გვხვდება სესხის რეგულაციებში, უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“.

პუნქტი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ, სესხის რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვთ სპეციფიკური მნიშვნელობა, თუ არ მოხდა მათი მოდიფიკაცია ან მათი სხვაგვარი ინტერპრეტაცია კონტექსტიდან გამომდინარე. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

(ა) „თანამონაწილეობის თანხები“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტას, რომელიც მიღებულია პროგრამის ფარგლებში სესხის თანხებიდან და რომელიც აღნიშნულია წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-4 განრიგის მე-6 პარაგრაფში;

(ბ) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს მითითებულს წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-3 განრიგის მე-3 პარაგრაფში;

(გ) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს აზიის განვითარების ბანკის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2015, როგორც შეიცვალა დროთა განმავლობაში);

(დ) “MOESD” ნიშნავს მსესხებლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(ე) “MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(ვ) “NBG” ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(ზ) „პოლიტიკის მატრიცა“ ნიშნავს პოლიტიკურ ქმედებათა გრაფიკულ აღწერილობას მსესხებლის და ბანკის შეთანხმების შესაბამისად და წარმოდგენილია ამ შეთანხმების მე-3 განრიგის მე-2 დანართში, რომელიც აყალიბებს განსახორციელებელ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ პროგრამული მიდგომის შესაბამისად; და

(თ) „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ სესხის გაცემის რეგულაციების თანახმად და მათი განხორციელების მიზნით ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც მისაღებია ბანკისათვის და რომელიც არის პასუხისმგებელი პროგრამის განხორციელებაზე.

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. ბანკი დათანხმდა სესხი გასცეს მსესხებელზე ბანკის სპეციალური რესურსების ფონდიდან სხვადასხვა ვალუტაში, რომელიც ეკვივალენტურია ოცდათხუთმეტი მილიონ რვაას თვრამეტი ათასი ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR 35 818 000).

პუნქტი 2.02. (ა) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს წლიურად 2% შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში და მის შემდგომ, სესხის ანგარიშიდან პერიოდულად ჩამორიცხულ და გადაუხდელ სესხის თანხებზე.

(ბ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, როგორც არის გამოყენებული ამ პუნქტის (ა) პარაგრაფში ნიშნავს პირველი ძირითადი გადახდის თარიღის წინა პერიოდს წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-2 განრიგის ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.

პუნქტი 2.03. მოგებიდან დარიცხული პროცენტი და ამ სესხის ნებისმიერი სხვა დარიცხვა უნდა იყოს გადახდილი ნახევარ წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 1 თებერვალი და 1 აგვისტო.

პუნქტი 2.04 მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რომელიც გაიტანა სესხის ანგარიშიდან წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.

პუნქტი 2.05. სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალუტა და სესხის პროცენტის გადახდის ვალუტა სესხის რეგულაციების 4.03(ა) და 4.04 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე უნდა იყოს დოლარი. 

მუხლი III

სესხის თანხების გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს სესხის თანხები პროგრამის ხარჯების დასაფარად წინამდებარე სესხის შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 3.02. სესხის თანხების გატანა უნდა მოხდეს წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად, რამდენადაც ასეთი განრიგი შესაძლოა შეიცვალოს დროდადრო მსესხებელსა და ბანკს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად.

პუნქტი 3.04. სესხის დახურვის თარიღად სასესხო რეგულაციების პუნქტი 8.02-ით გათვალისწინებული მიზნებისთვის მიღებული უნდა იქნეს 2016 წლის 31 დეკემბერი, ან სხვა რომელიმე თარიღი, რომელიც დროდადრო შეთანხმდება მსესხებელს და ბანკს შორის.

მუხლი IV

კონკრეტული შეთანხმებები

პუნქტი 4.01. პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს წინამდებარე სესხის შეთანხმების მე-4 განრიგში ჩამოთვლილი ყველა ვალდებულება.

პუნქტი 4.02. როგორც სესხის გაცემის რეგულაციების 6.05 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის ნაწილი, მსესხებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს ან უზრუნველყოს ყველა ისეთი ანგარიშის ან ინფორმაციის წარდგენა, რასაც ბანკი მოითხოვს პროგრამის განხორციელების პროგრესის დასადასტურებლად, მათ შორის მიზანთა შესრულების და პოლიტიკის განმსაზღვრელ წერილში აღნიშნული ქმედებების განხორციელების შესახებ.

მუხლი V

ეფექტურობა

პუნქტი 5.01. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი პირობა ეფექტურობისა ამ სასესხო შეთანხმების სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.01(ვ) მიზნებისთვის: სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ უნდა იქნეს შესრულებული მსესხებლის მიერ და ეფექტურობის ყველა წინაპირობა (გარდა იმ პირობისა, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ეფექტურობას) უნდა იყოს დასრულებული.

პუნქტი 5.02. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების პუნქტი 9.02(დ) მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს მოსაზრებას ან მოსაზრებებს, რომელიც უნდა წარედგინოს ADB-ს: რომ სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები სათანადოდ იქნეს დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად სამართლებრივად იყოს მსესხებლისთვის სავალდებულო.

პუნქტი 5.03. სასესხო შეთანხმების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია წინამდებარე სასესხო შეთანხმებიდან 90 დღე, სესხის რეგულაციების პუნქტის 9.04 მიზნებისათვის.

მუხლი VI

სხვადასხვა

პუნქტი 6.01. მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის წარმომადგენლად სესხის რეგულაციის პუნქტის 11.02 მიზნებისათვის.

პუნქტი 6.02. დაკონკრეტდა შემდეგი მისამართი სესხის რეგულაციების პუნქტის 11.01 მიზნებისათვის:

მსესხებლისთვის:

ფინანსთა სამინისტრო

ვ. გორგასლის ქუჩა 16, 0114

თბილისი, საქართველო

ფაქსი:

(99532) 2262423

 

აზიის განვითარების ბანკისთვის:

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის გამზირი 6

ქალაქი მანდალუიონგი

1550 მეტრო მანილა

ფილიპინები

ფაქსი:

(632) 636-2444

(632) 636-2424.

 

რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ზემოთ მოცემული თარიღით. შეთანხმების წარდგენა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში.

 საქართველოს მხრიდან

 საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 ნოდარ ხადური

 

აზიის განვითარების ბანკის მხრიდან

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორo

იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

განრიგი 1

პროგრამის აღწერა

1. პროგრამული მიდგომის ძირითადი მიზანია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზაცია. პროგრამული მიდგომა შედგება სამი ქვეპროგრამისაგან და პროგრამა მისი მესამე ქვეპროგრამაა. პროგრამა უფრო დეტალურადაა აღწერილი პოლიტიკის წერილში და პოლიტიკის მატრიცაში.

2. პროგრამა დასრულდა 2016 წლის 6 ივლისი.

განრიგი 2

ამორტიზაციის გრაფიკი

(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)

 

პერიოდი

თარიღი

ძირითადი თანხის გადახდა

(გამოხატული SDR-ში)*

1

01 თებ 2022

895,450.00

2

01 აგვ 2022

895,450.00

3

01 თებ 2023

895,450.00

4

01 აგვ 2023

895,450.00

5

01 თებ 2024

895,450.00

6

01 აგვ 2024

895,450.00

7

01 თებ 2025

895,450.00

8

01 აგვ 2025

895,450.00

9

01 თებ 2026

895,450.00

10

01 აგვ 2026

895,450.00

11

01 თებ 2027

895,450.00

12

01 აგვ 2027

895,450.00

13

01 თებ 2028

895,450.00

14

01 აგვ 2028

895,450.00

15

01 თებ 2029

895,450.00

16

01 აგვ 2029

895,450.00

17

01 თებ 2030

895,450.00

18

01 აგვ 2030

895,450.00

19

01 თებ 2031

895,450.00

20

01 აგვ 2031

895,450.00

21

01 თებ 2032

895,450.00

22

01 აგვ 2032

895,450.00

23

01 თებ 2033

895,450.00

24

01 აგვ 2033

895,450.00

25

01 თებ 2034

895,450.00

26

01 აგვ 2034

895,450.00

27

01 თებ 2035

895,450.00

28

01 აგვ 2035

895,450.00

29

01 თებ 2036

895,450.00

30

01 აგვ 2036

895,450.00

31

01 თებ 2037

895,450.00

32

01 აგვ 2037

895,450.00

33

01 თებ 2038

895,450.00

34

01 აგვ 2038

895,450.00

35

01 თებ 2039

895,450.00

36

01 აგვ 2039

895,450.00

37

01 თებ 2040

895,450.00

38

01 აგვ 2040

895,450.00

39

01 თებ 2041

895,450.00

40

01 აგვ 2041

895,450.00

 

სულ

35,818,000.00

 

*გადახდის პროცედურა ექვემდებარება სესხის რეგულაციების პუნქტებს 3.04 და 4.03.

 

განრიგი 3

სესხის თანხების გამოტანა

1. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ADB სხვაგვარად გადაწყვეტს, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ათვისებისთვის გამოყენებულ იქნეს სესხის ათვისების სახელმძღვანელოს (იმ მოთხოვნის გარდა, რომლის მიხედვითაც მსესხებელი აზიის განვითარების ბანკს 11.14 სექციის ფორმულასთან შესაბამისობაში არსებობის დამადასტურებელ სერტიფიკატს წარუდგენს) და წინამდებარე განრიგით გათვალისწინებული პროცედურები.

2. სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის მოთხოვნა მსესხებლის მიერ უნდა გაეგზავნოს ბანკს და უნდა იყოს ბანკისათვის მისაღები ფორმით.

3. (ა) სესხის ანგარიშიდან ბანკისათვის პირველი განაცხადის გაგზავნამდე მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გამოყოს სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშის ქვეანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოტანილი მთელი თანხის დეპონირება. სადეპოზიტო ანგარიში უნდა შეიქმნას, იმართოს და გაუქმდეს ბანკისთვის მისაღები პირობების და ვადების დაცვით.

(ბ) სადეპოზიტო ანგარიშის განცალკევებული ანგარიშები და ჩანაწერები უნდა შენარჩუნდეს ბანკისთვის მისაღები ხარჯთაღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელს უნდა ხელთ ჰქონდეს სადეპოზიტო ანგარიშის ფინანსური ანგარიშები, შემოწმებული დამოუკიდებელი აუდიტების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და სამუშაოს აღწერილობა მისაღებია ბანკისათვის, არის აუდიტის საერთაშორისო პრინციპებთან ან ეროვნულ დონეზე არსებული აღნიშნულის ეკვივალენტური და ბანკისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისი. მათი შემუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ბანკის მიერ მოთხოვნიდან 6 თვისა, მსგავსი ფინანსური ანგარიშების აუდიტის შედეგთა და მათზე აუდიტორთა მოსაზრებების ასლები ინგლისურ ენაზე უნდა მიეწოდოს ბანკს.

4. სესხის ფარგლებში გამოთხოვილი თანხით არ უნდა დაფინანსდეს ისეთი ნივთები, რომლებიც მოცემულია ამ განრიგის დანართ 1-ში.

5. მსესხებელს შეუძლია სესხის გამოტანა სესხის შეთანხმების ეფექტიანობის შესაბამისად.

 

განრიგი 3-ის დანართი 1

უარყოფითი სია

 

თანხის გატანა არ მოხდება შემდეგი იმპორტისათვის:

(i) ხარჯები იმ საქონლისათვის, რომელიც შედის გაეროს სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაციის, შესწორებული ვერსია 3 (SITC, Rev. 3) შემდეგ ჯგუფებსა თუ ქვე-ჯგუფებში ან მომავალში შევა SITC-ის შესწორებული ვერსიების შესაბამის ჯგუფებსა და ქვე-ჯგუფებში, რომლის შესახებაც ბანკი აცნობებს მსესხებელს:

ცხრილი: დაუშვებელი ერთეულები

თავი      სათაური          ერთეულთა აღწერილობა

112                                   ალკოჰოლური სასმელები;

121                                  თამბაქო, გადაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები;

122                                  თამბაქო, გადამუშავებული (შეიცავს თუ არ შეიცავს თამბაქოს შემცვლელს);

525                                  რადიაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები

667                                  მარგალიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მასალები, დამუშავებული და დაუმუშავებელი

718       718.7                 ბირთვული რეაქტორები და ნაწილები, საწვავის ელემენტები (კატრიჯები), არარადიაციული

                                       ბირთვული რეაქტორებისათვის

728      728.43               თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები

897      897.3                 ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის მეტალები (გარდა საათებისა და საათის ქეისებისა) და

                                      გოლდსმისის ან სილვერსმისის ნაწარმები (ძვირფასეულობის ჩათვლით)

971                                ოქრო, არამონეტარული (გარდა ოქროს საბადოებისა და კონცენტრატების)

წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

(ii) ხარჯები მსესხებელის ვალუტაში ან საქონლისათვის, რომლის მიწოდებაც მსესხებლის ტერიტორიიდან ხდება;

(iii) ხარჯები კონტრაქტის ფარგლებში უზრუნველყოფილი საქონლის მიწოდებისთვის, რომელიც დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო დამფინანსებელი ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ ან მოხდა შეთანხმება ამგვარ დაფინანსებაზე, ADB-ს ნებისმიერი სესხიდან ან გრანტიდან ფინანსების კონტრაქტის ჩათვლით;

(iv) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც გამიზნულია სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისათვის ან ფუფუნების მოხმარებისათვის;

(v) ხარჯები ნარკოტიკებისათვის;

(vi) ხარჯები საქონლისათვის, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს, რომელთა წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონების ან იმ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, რომელთა მხარესაც მსესხებელი წარმოადგენს; და

(vii) ხარჯები ნებისმიერი გადახდის ანგარიშზე, რომელიც მსესხებლის მიერაა აკრძალული გაეროს წესდების VII თავის მიხედვით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

განრიგი 3-ის დანართი 2

პოლიტიკის მატრიცა

პოლიტიკის საქმიანობები

ქვეპროგრამა 1

2014

ქვეპროგრამა 2

2015

 

ქვეპროგრამა 3

2016

 

შედეგი 1: ვალის, ნაღდი ფულისა და ფისკალური რისკის გაუმჯობესებული მართვა

ვალის და ნაღდი ფულის მართვის გაძლიერება

ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს პროექტების დაფინანსებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისათვის საგარეო წყაროებიდან სესხის აღებისათვის შიდა პროცედურების სახელმძღვანელოს, რომელიც აღწერს პროცესის სქემას, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის როლის ჩათვლით, ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, რატიფიკაციისა და ეფექტურობისათვის

 

ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს სახელმწიფო ვალის მომსახურების დამუშავებისათვის, ვალის მონაცემების აღრიცხვის და შემოწმების პროცედურების სახელმძღვანელოს ვალის მართვის და მონიტორინგის ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად

 

 

ფინანსთა სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს: ა) ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც საგარეო წყაროებით ფინანსდება, მოცემული ინფორმაცია მოიცავს: სესხის მთლიან თანხებს, ინფორმაციას ჩამორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული თანხების შესახებ; და ბ)სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ბიულეტენს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ზოგადი მახასიათებლების, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემისა და პირველად ბაზრებზე განთავსების შესახებ

 

 

ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და ამტკიცებს საშუალოვადიან პერიოდში ვალის მართვისათვის ვალის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვალისპორტფელის, ახალი სესხების აღების მიზნებისა და პრინციპების და ვალის მდგრადობის საკითხების შესახებ

 

მთავრობის პროექტებისათვის დაფინანსების პირობებისა და სახელმწიფო ვალის პორტფელის შეფასების შესახებ რჩევების მომზადების მიზნით ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სამოქმედო გეგმას, სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედური რგოლის (ანალიტიკური) ფუნქციის გაძლიერებისათვის

 

 

ფინანსთა სამინისტრო განავითარებს სისტემატიზებულ პროცესს ვალისა და სესხისთვის გარანტიების მონაცემების ჩანაწერების, ანგარიშისა და შემოწმების შესახებ

 

ფინანსთა სამინისტრო ასრულებს ანალიტიკურ ფუნქციას ნაღდი ფულის მიმოქცევის პროგნოზირების კუთხით ადეკვატური ბიუჯეტითა და შესაბამისი პერსონალით

ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ვალის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელ ნებისმიერ საჭირო ცვლილებას, რაც საფუძვლად უდევს ვალის სტრატეგიას

 

 

ფინანსთა სამინისტრო აძლიერებს სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის შუალედურ რგოლს

ვალის მართვისა და რისკის ანალიზის განახლებული სისტემით, რომელიც ინტეგრირებულია ელექტრონული ბიუჯეტისა და ელექტრონული ხაზინის სისტემებში

 

 

ფინანსთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს მთავრობის იმ ფინანსური ანგარიშების გარანტიების შესახებ, რომლებიც ფარავს ნომინალურ ღირებულებას

ფისკალური რისკის გაძლიერებული მართვა

ფინანსთა სამინისტრო ატარებს ინვენტარიზაციას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დიდი საწარმოების ფისკალური მდგომარეობისა და მათი აუდიტირებული ფინანსური მდგომარეობის მითითებით

 

 

 

ფინანსთა სამინისტრო ავითარებს სტრატეგიულ მოდელს ქვეყნისთვის არსებული ყველა ტიპის ფისკალური რისკების მონიტორინგისა და მათთან გამკლავებისათვის

 

 

 

ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს სამსახურს, რომლიც დაკომპლექტდება შესაბამისი თანამშრომლებითა და საჭირო ბიუჯეტით, სადაც მოხდება ფისკალური რისკების, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების პირობითი ვალდებულებებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების მართვა.

 

 

ფინანსთა სამინისტრო აყალიბებს პროცედურებს, განსაზღვრავს ინსტიტუციონალურ პასუხისმგებლობებს და გამოყოფს ადექვატურ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მთავრობის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის ფისკალური რისკების მართვის მონიტორინგისა და რჩევებისათვის

 

ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას:

i. მაკრორისკების;

ii. საგარეო ვალის მდგრადობის ანალიზის;

iii. სესხებზე გაცემულ გარანტიებთან და სხვა მსგავს პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკის შეფასებას

ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოების ვალის შესახებ და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოებისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის პროექტების (PPP) პირობითი ვალდებულებების შესახებ, რაც წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტების პაკეტზე დანართის სახით

 

ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს პირველ სრულ შეფასებას:

i. ფინანსური სექტორის რისკების;

ii. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების ფისკალური რისკების შეფასებას

შედეგი 2: შემოსავლისა და სახელმწიფო ხარჯების გაძლიერებული მართვა

შემოსავლის აკრეფის გაზრდილი ეფექტურობა და ეფექტიანობა

საქართველოს შემოსავლების სამსახური ახორციელებს გადასახადების აკრეფის გაძლიერებულ პროცედურებს ახალი პერსონალით დაკომპლექტებული და შესაბამისი დაფინანსების მქონე ადმინისტრაციული დეპარტამენტის ჩამოყალიბებით

 

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სტრატეგიას საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროის და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების 6 წლიდან 3 წლამდე შემცირებისათვის, რათა მოხდეს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდის შემცირება, გადასახადის გადამხდელებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური ამტკიცებს სამოქმედო გეგმას ალტენატიული აუდიტის პროგრამის დასასრულებლად და აუდიტის შიდა შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის სპეციალიზირებულ სექტორებში

საქართველოს შემოსავლების სამსახური ამოიღებს დავალიანებას აქტიური გადასახადის გადამხდელებისაგან სულ მცირე 80 მილიონი ლარის ოდენობით მიმდინარე საგადასახადო წლისათვის

 

 

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 6 დან 5 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს

 

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური ზრდის აუდიტის შიდა პერსონალის რაოდენობას საგადასახადო აუდიტორების კუთხით *286-მდე (რომელთაგან 147 ქალია) ალტერნატიული აუდიტორების რაოდენობის შემცირების პარალელურად

საქართველოს შემოსავლების სამსახური წამოიწყებს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის პროცესს უმოქმედო საწარმოებისათვის, იურიდიულად დამტკიცებული კატეგორიების საფუძველზე

 

 

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური ამცირებს საგადასახადო ცნობების ხანდაზმულობის დროს და გადასახადის გადამხდელის შეტყობინებების პერიოდს 5 დან 3 წლამდე, რაც ამცირებს საგადასახადო ვალდებულების დაკისრების პერიოდს და გადასახადის გადამხდელებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს

 

 

საქართველოს შემოსავლების სამსახური დაასრულებს ალტერნატიული აუდიტორების შერჩევას შიდა საგადასახადო აუდიტორების რაოდენობის სულ მცირე 330-მდე გაზრდით, რომელთაგან 175 ქალია

 

სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესებული მართვა

 

 

 

ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებებს, რათა შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯაროს სამართლის იურიდიული პირების ფინანსების მართვა ელექტრონული PFMS-ის მეშვეობით და მათი გადახდებისა და შემოსავლების TSA-ს მეშვეობით მართვა

 

 

 

ფინანსთა სამინისტრო აწვდის დამატებით ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტებში კაპიტალური პროექტების სახეებისა და დაფინანსების შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ბაღებისა და სკოლებისა) ყველა ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციები იმართება TSA-ისა და ბიუჯეტირების მეშვეობით, ხოლო ბიუჯეტის შესრულება და საბუღალტრო პროცესები PFMS–ს მეშვეობით

 

 

შესაბამისი სამთავრობო უწყებები განსაზღრავენ სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტების მომზადების, შეფასებისა და განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლოვანებებს

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისი სამთავრობო უწყებები ამზადებენ რეგულაციების პროექტებს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოსაფხრველად, რომელიც ეხება სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის პროექტებს, და ამზადებენ ნებისმიერ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს

ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსების გაძლიერება

პარლამენტი ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს 2014 წლის თებერვალში, რომელიც გზას გაუკაფავს რეფორმებს სამთავრობოშორისო ფინანსებში, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების და სპეციალური ტრანსფერების კუთხით

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს წინანადებებს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შესახებ, განსაზღვრავს რა შემოსავლების განაწილება სსახელმწიფო ბიუჯეტს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის

მთავრობა უზრუნველყოფს, მთავრობათაშორისი ტრანსფერების ზრდას 65 მილიონი ლარით მიმდინარე საბიუჯეტო წლისათვის

შედეგი 3: შიდა დანაზოგების გაძლიერებული გენერირება

საყოველთაო პენსიის – ნულოვანი საფუძვლის რაციონალიზაცია

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაასრულებს საყოველთაო პენსიების სხვადასხვა სცენარების მიმდინარე და სამომავლო ხარჯების სრულ პროგნოზირებას საპენსიო რეფორმის მოდელირების ინსტრუმენტის ვერსიისა და სხვა მიდგომების გამოყენებით

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობას წარუდგენენ საპენსიო სისტემის ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას

მთავრობა ამტკიცებს საპენსიო სისტემის შესწორებებს, რომლებიც მოიცავს ინდექსაციის მექანიზმს საყოველთაო დაზღვევისთვის რომელიც უზრუნველყოფს ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნას

მდგრადი კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემის ჩამოყალიბება ნახევრად სავალდებულო ელემენტებით – ჰიბრიდული ან ერთობლივი საფუძვლით (მე-2 და მე-3 საფუძვლების კომბინაცია)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს საპენსიო რეფორმის ერთეულს, რომელსაც გააჩნია ადეკვატური ბიუჯეტი და დაკომპლექტდება შესაბამისი პერსონალით და ასევე ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, დროში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მოსაფიქრებლად ახალი საპენსიო სისტემის შემუშავებისთვის

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას საპენსიო რეფორმების, მათ შორის სავალდებულო და ნებაყოფილობითი სისტემების ფართო კონცეფციისა და მიმართულების შესახებ

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაასრულებს საპენსიო სისტემის დიზაინისა და სტრუქტურის ძირითადი საკითხების ანალიზს, ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის ჩათვლით, რომელსაც გააჩნია სავალდებულო და ნებაყოფილობითი ხასიათი

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს კონსენსუსზე დაფუძნებულ დოკუმეტს ჰიბრიდული ტიპის საფუძველზე, მათ შორის წევრობის, შენატანების, საგადასახადო მოსაზრებების, შეღავათების, გენდერისა და კავშირს ნულოვან საფუძველთან

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კაბინეტს დამტკიცებისათვის წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას საპენსიო რეფორმის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს მიდგომას ნულოვანი და ჰიბრიდული/კომბინირებული ტიპის საფუძვლების შესახებ საჯარო ინფორმირებულობის გაზრდის პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ქალებისა და კაცების თანაბარ პირობებში ყოფნის უწყვეტობის კონკრეტულ ზომებს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კერძო პენსიების არსებული სტრუქტურის შეფასებას შესაბამის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინების მიზნით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შექმნის სტრუქტურულ დაგანხორციელების ჩარჩოს დამატებითი საპენსიო დანაზოგების სქემისთვის (სვეტი II), და საპენსიო რეფორმის დანაყოფს დაუმატებს პერსონალს რათა განახორციელოს მოსამზადებელი სამუშოები.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკურ საბჭოში წარადგენს გაერთიანებულ კანონმდებლობას: კვაზი-სავალდებულო დამატებითი საპენსიო დანაზოგების სქემის (სვეტი II) და ნებაყოფლობითი საპენსიო დანაზოგების სქემის (სვეტი III) შესახებ, იმ შესაძლებლობით, რომ დამხმარე კანონმდებლობა შემოღებული იქნება მოგვიანებით, როგორც დამტკიცებულია საპენსიო პოლიტიკის რეფორმაში.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს კამპანიას მთელი ქვეყნის მაშტაბით რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლება ჰიბრიდული სისტემის სარგებლიანობის შესახებ, გენდერული ასპექტების ჩათვლით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს ცვლილებების პროექტს კანონში ნებაყოფილობითი დანაზოგების შესახებ, რომელიც კერძო პენსიებს მოიცავს და წარუდგენს მას პარლამენტს დასამტკიცებლად

შედეგი 4: ინვესტიციების განხორციელებისათვის საჭირო კერძო რესურსების მობილიზაციის ზრდა

კაპიტალური ბაზრების განვითარება გრძელვადიანი ფინანსების მობილიზებისათვის

2014 წლის ივნისში მთავრობა ამტკიცებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას 2020 და იღებს ვალდებულებას განახორციელოს ღონისძიებები ინვესტიციების მობილიზებისა და ფინანსური შუამავლობის განვითარებისათვის

 

 

 

 

 

 

 

მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აყალიბებს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს კაპიტალური ბაზრების რეფორმისა და განვითარების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საჯარო შეტყობინებას კაპიტალური ბაზრის რეფორმების კონცეფციისა და მიმართულების შესახებ, მათ შორის კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შესახებ ობლიგაციების ბაზრისა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გაფართოებისათვის და უსაფრთხო ბანკთაშორისი ვაჭრობისათვის

 

 

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიას და დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას კაპიტალური ბაზრის რეფორმებისათვის, მათ შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სტრუქტურისა და ბაზრის ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გასაზრდელად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას

კაპიტალური ბაზრის რეფორმის გეგმის შეღავათების, მათ შორის ინვესტორების დაცვის, ინვესტიციისათვის ფინანსური ინსტრუმენტების, ხანგძლივმოქმედი დანაზოგების, გენდერული ასპექტების და საპენსიო რეფორმებთან მჭიდრო კავშირების შესახებ

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასრულებს კანონების, წესდებების, რეგულაციების მიმოხილვას/შეფასებას, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, მმართველობას, რისკის მართვას და ფონდების მენეჯერებს ინვესტიციების მართვისათვის, მათ შორის კერძო საპენსიო დანაზოგების კუთხით რომლებიც მოკლედ მოცემულია პოლიტიკის დოკუმენტში

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას საბუღალტრო და გონივრული კონტროლის რეგულაციების დამტკიცებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გარიგებებისა და ფასიანი ქაღალდების დაკრედიტების შესახებ

 

დამატებითი: ლარში დენომინირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციები გამოშვებული ჯამში 100 მილიონი აშშ დოლარი, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში სესხებზე წვდომის გასაზრდელად: i) 20 მილიონი აშშ დოლარი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მიერ 2015 წლის ნოემბერში და ii) 49 მილიონი აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 2016 წლის ივნისში და iii) 30 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, 2016 წლის ივლისში

 

 

 

 

 

დამატებითი: კანონი სარეგისტრაციო გადასახადების შესახებ დამტკიცებულია პარლამენტის მიერ, რომელიც აუქმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემისიის გადასახადს, რომ მხარი დუჭიროს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას.

 

დამატებითი: იმისათვის, რომ კომპანიები მოემზადონ კორპორატიოული ფასიანი ქაღალდებისთვის, და ანგარიშგების და აუდიტის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ანგარიშგების, რეპორტინგის და აუტიდის შესახებ კანონის პროექტის მომზადება და ეკონომიკურ საბჭოში წარდგენა განხილვისთვის.

 

მცირე ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გაზრდილი ხელმისაწვდომობა გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 110 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2018 წლებისათვის, 2014 წლისათვის სააგენტოსათვის 19 მლნ ლარი გამოიყოფა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აყალიბებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (EDA) რომელსაც ეყოლება შესაბამისი პერსონალი, ექნება სამუშაო გეგმა და 23 მილიონი ლარის ბიუჯეტი 2014-2016 წლებისათვის, მათ შორის 6 მილიონი ლარი 2014 წლისთვის

 

EDA (თავისი ბიუჯეტის ფარგლებში) ამზადებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარედება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აყალიბებს ფინანსურ ინსტრუმენტებს მცირე გრანტების, თანმდევი გრანტებისა და ინოვაციური ვაუჩერების სახით, რომლის მიზანიც კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებაა, ამისათვის გამოიყოფა 2 მლნ ლარი, თანხის 20% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

მთავრობა ამტკიცებს გენდერულ სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს კაცთა და ქალთა თანაბარ მონაწილეობას ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობებში, თანაბარ მონაწილეობას პროფესიონალურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ბიზნეს ტრენინგებზე, რომლებიც გაზრდიან ქალ-მეწარმეთა ფინანსებთან ხელმისაწვდომობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 21 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 6 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის

 

EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 4 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 3 მლნ ლარი, თანხის 30% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ

 

დამატებით EDA იწყებს ახალ პროგრამას ‘’აწარმოე საქართველოში’’რომლის მიზანია სოფლებში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარება. გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

 

 

დამატებით GITA ქმნის სატრენინგო და ცოდნის გაცვლით პლატფორმა გეოლაბორატორიას და ასევე ანვითარებს ფაბ ლაბორატორიას რომლისთვისაც გამოყოფილია ბიუჯეტი 1.1 ლარის ოდენობით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 25 მლნ ლარს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოყოფს 8 მილიონ ლარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის

 

EDA აფართოვებს თანმდევი გრანტის კონცეფციას და სხვა ფინანსურ პროდუქტებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომლისათვისაც გამოიყოფა 5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო (საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში) აფართოვებს ფინანსურ ინსტრუმენტებს კერძო სექტორის ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის, ამისათვის გამოიყოფა 4.5 მლნ ლარი შესრულების/ფონდების ათვისების მხედველობაში მიღებით, თანხის 40% მოხმარდება ქალების ბიზნეს საქმიანობებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთავრობა ახორციელებს გენდერულ სამოქმედო გეგმას და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს პროგრამის სამოქმედო სფეროებში, როგორიცაა მცირე ბიზნესის ტრენინგისა და დაფინანსების სფეროებში არსებული შედეგების შესახებ

 

BSTDB=შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, EBRD= ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, EDA= მეწარმეობის განვითარების სააგენტო EU = ევროკავშირი, GDP = მთლიანი შიდა პროდუქტი, GEL= ქართული ლარი, GITA= საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო, GRS = საქართველოს შემოსავლების სამსახური, IFI = საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, LEPL = საჯარო სამართლის იუდიული პირი, LSG = ადგილობრივი თვითმმართველობა, MOESD = ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, MOF = ფინანსთა სამინისტრო, MOLHSA= შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, NBG = საქართველოს ეროვნულ ბანკი, PFMS = საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა, PDEFD = სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი, PPP = სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობა, SMEs = მცირე და საშუალო საწარმო, SOEs = სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საწარმოები, TSA = ხაზინის ერთიანი ანგარიში

* გამუქებული ტექსტი აჩვენებს დამატებით ან გადამეტებულ მიზნებს.

 

განრიგი 4

პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები

განხორციელების ღონისძიებები

1. ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას და პასუხისმგებელია საერთო პროგრამული მიდგომის განხორციელებაზე, მათ შორის, პოლიტიკის ყველა საქმიანობის, თანხის ჩამორიცხვის და ჩანაწერების წარმოებაზე. ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს პროგრამული მიდგომის განმახორციელებელ ორგანიზაციებს.

პოლიტიკის საქმიანობები და დიალოგი

2. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში მიღებული პოლიტიკის ყველა საქმიანობის, როგორც ეს პოლიტიკის წერილსა და პოლიტიკის მატრიცაშია ჩამოყალიბებული, მოქმედების ვადას პროგრამული მიდგომის ხანგძლივობის განმავლობაში.

3. მსესხებელი უზრუნველყოფს ბანკის ინფორმირებულობას მრავალმხრივ და ორმხრივ დახმარების ორგანიზაციებთან პოლიტიკის განხილვების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ პროგრამულ მიდგომაზე და მისცემს ბანკს შესაძლებლობას კომენტარი გააკეთოს აქედან გამომდინარე პოლიტიკის ნებისმიერ წინადადებაზე. მსესხებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკის მოსაზრებები ამგვარი ნებისმიერი წინადადების დასრულებამდე და განხორციელებამდე.

თანამშრომლობის ფონდების გამოყენება

4. მსესხებელი უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფონდების პროგრამული მიდგომის ამოცანების გარკვეული პროგრამებისა და საქმიანობების განხორციელების დაფინანსების შესაბამისი მხარდაჭერისათვის გამოყენებას.

მმართველობა და ანტი-კორუფციული პოლიტიკა

5. მსესხებელი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ა) ასრულებს ბანკის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წელს მიღებული დოკუმენტის ბოლო ვერსია) და აღიარებს, რომ ბანკი იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების მეშვეობით გამოიძიოს პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციული, თაღლითური, საიდუმლო შეთანხმების ან იძულებითი პრაქტიკა; და (ბ) ითანამშრომლოს ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და გაუწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასასრულებლად.

შეფასება

6. მსესხებელი ახორციელებს პროგრამის შეფასებას ბანკის მონაწილეობით პროგრამული უზრუნველყოფის დარჩენილი ქვეპროგრამების დაგეგმისათვის. შემფასებელი მხედველობაში იღებს პროგრამის განხორციელების გამოცდილებას და ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ ფინანსურ სექტორში აღმოჩენილ სხვა დახმარებათა რეკომენდაციებს. მსესხებელი აღიარებს რომ ამ პარაგრაფში აღწერილი შეფასება არ ავალდებულებს ბანკს გამოყოს სესხები პროგრამული მიდგომის ფარგლებში ნებისმიერი შემდგომი ქვე-პროგრამისათვის და რომ ნებისმიერი შემდგომი ქვე-პროგრამა პროგრამული მიდგომისათვის წარმოადგენს ბანკის საბჭოს დამტკიცების საგანს.