სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის

სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
დოკუმენტის ნომერი 1028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016449
1028
01/09/2016
ვებგვერდი, 25/01/2017
480610000.03.030.016449
სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სესხის ნომერი 3417- GEO

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის ქვეპროგრამა 3)

 

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის

თარიღ 1 სექტემბერი


სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 1 სექტემბერს საქართველოსა ("მსესხებელი") და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის,

დადებულია მასზედ, რომ:  

(ა) ADB-მ მსესხებლისაგან მიიღო  წერილი განვითარების პოლიტიკის შესახებ, დათარიღებული 2016 წლის 6 ივლისით („წერილი პოლიტიკის შესახებ“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებს, პოლიტიკასა და ქმედებებს, აღწერილს  სპეციალური ოპერაციის სასესხო შეთანხმების (მოიხსენიება ქვემოთ მოცემული პრეამბულის ნაწილში (გ)) განრიგში 1, რომელიც შემუშავდა  მსესხებლის ფინანსური სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“);

(ბ) პროგრამა მოიცავს პროგრამული მიდგომის მესამე ქვეპროგრამას, როგორც ეს აღწერილია სპეციალური ოპერაციების სასესხო შეთანხმების („პროგრამული მიდგომა“) განრიგი 1-ის პუნქტ 1-ში, და მსესხებელმა მიმართა ADB-ს (i) სესხის მიღების თაობაზე აზიის განვითარების ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და (ii) სესხის მიღების თაობაზე ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან, ორივე შემთხვევაში პროგრამის მიზნებისათვის;

(გ)  იმავე დღით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, მსესხებელსა და ADB-ს შორის („სპეციალური ოპერაციების სასესხო შეთანხმება“), ADB დათანხმდა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებიდან თანხა სხვადასხვა ვალუტაში, რომელიც ეკვივალენტურია ოცდათხუთმეტი მილიონ რვაას თვრამეტი ათასი ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR 35 818 000) პროგრამის მიზნებისათვის; და

(დ) ADB დათანხმდა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:


 უხლი I

სესხის რეგულაციები; განმარტებები

პუნქტი 1.01. ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო წესდებით განსაზღვრული ყველა დებულება, რომელიც ვრცელდება ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გაცემულ და 2001 წლის 1 ივლისით დათარიღებულ  LIBOR-ზე დაფუძნებულ სესხებზე („სასესხო რეგულაციები“), გავრცელდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე და მათ შეუნარჩუნდეთ იგივე ძალა და ქმედითობა, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აისახებოდნენ  წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა, შემდეგი ცვლილებების შეტანის შემდგომ:

(ა)  პუნქტი 2.01 (49) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

49. ტერმინი „პროგრამა“ აღნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო შეთანხმებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო  ცვლილებების შეტანა  ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.

(ბ)  ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“.

(გ) პუნქტი 2.01 (51) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

51. ტერმინი „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ აღნიშნავს უწყებას ან უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში.

(დ) ტერმინი „პროექტის განმახორციელებელი სააგენტო“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“.

(ე) პუნქტი 3.03 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

ვალდებულების გადასახდელი; კრედიტი. (ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს სესხის თანხის აუთვისებელ ნაწილზე სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირობების მიხედვით.

(ბ) ADB გამოუყოფს მსესხებელს სესხს სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად, განაკვეთი იქნება ფიქსირებული, სესხის არსებობის მანძილზე. ADB სესხს დაარიცხავს საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც გადაიხდის მსესხებელი.

(ვ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

შეღავათი. (ა) ADB-ს ნებისმიერ განცხადებას მასზედ,  რომ ახალი სესხებისათვის უნდა შემცირდეს ფიქსირებული სპრედი, უნდა მოჰყვეს ADB-ის მხრიდან შეღავათის გაკეთება ნებისმიერი მსესხებლისათვის, რომელსაც გააჩნია დაუფარავი სესხი, რომელზეც, თავის მხრივ, ვრცელდება უფრო მაღალი ფიქსირებული სპრედი. შეღავათის თანხა განისაზღვრება i) დაუფარავი სესხის ფიქსირებულ სპრედსა და ახალი სესხების  შესაბამის ფიქსირებულ სპრედს შორის არსებული სხვაობის (გამოსახული როგორც წლიური პროცენტი) გამრავლებით ii) დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ დაბალი ფიქსირებული  სპრედის ძალაში შესვლის თარიღიდან (და მის შემდეგ), რომელიც გამოყენებულ იქნება ახალი სესხებისათვის.

(ბ)  ADB-ს ნებისმიერ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი დაფინანსების ხარჯების მარჟის დაანგარიშებამ ნებისმიერ სასესხო ვალუტასთან (ან დამტკიცებულ ვალუტასთან) მიმართებაში რომელიმე სემესტრში აჩვენა ADB-ს მიერ თანხების დაზოგვა, უნდა მოჰყვეს ADB-ს მიერ მსესხებლისთვის შეღავათის გაკეთება. შეღავათის თანხა განისაზღვრება (i) დაფინანსების ღირებულების მარჟის (გამოხატული წლიურ პროცენტში) გამრავლებით (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული უშუალოდ იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ს შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.".

(ზ) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

საურავი. (ა) ADB-ს ნებისმიერ განცხადებას მასზედ, რომ ფიქსირებული სპრედი, გამოყენებული ახალი სესხებისათვის, უნდა გაიზარდოს, უნდა მოჰყვეს ADB-სათვის საურავის გადახდა ნებისმიერი მსესხებლის მიერ, რომელსაც გააჩნია დაუფარავი სესხი, რომელზეც, თავის მხრივ, ვრცელდება დაბალი ფიქსირებული სპრედი. საურავის თანხა განისაზღვრება (i) ახალი სესხებისათვის გამოსაყენებელ ფიქსირებულ სპრედსა და დაუფარავი სესხისთვის გამოყენებულ ფიქსირებულ სპრედს შორის არსებული სხვაობის  (გამოსახული წლიურ პროცენტში) გამრავლებით (ii) დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სარგებლის პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ მაღალი ფიქსირებული  სპრედის ძალაში შესვლის თარიღიდან (და მის შემდეგ), რომელიც გამოყენებული იქნება ახალი სესხებისათვის.

(ბ) ADB-ს ნებისმიერ განცხადებაზე მასზედ, რომ მისი დაფინანსების ხარჯის მარჟის დაანგარიშებამ ნებისმიერ სასესხო ვალუტასთან (ან დამტკიცებულ ვალუტასთან) მიმართებაში  აჩვენა, რომ რომელიმე სემესტრში ADB-ს წარმოეშვა დამატებითი ხარჯები, უნდა მოჰყვეს მსესხებლის მიერ ADB-სათვის საურავის  გადახდა. მომსახურების გადასახდელის თანხა განისაზღვრება (i) დაფინანსების ღირებულების მარჟის (გამოხატული წლიურ პროცენტში) გამრავლებით (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სარგებლის პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული უშუალოდ იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-მ უნდა დაუმატოს საურავის თანხა იმ სარგებლის პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.

პუნქტი 1.02. რამდენიმე ტერმინს,  სადაც არ უნდა იყოს გამოყენებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ფარგლებში, განსაზღვრულს სასესხო რეგულაციების და სპეციალური ოპერაციების სასესხო შეთანხმებაში,  გააჩნია აქ ჩამოყალიბებული შესაბამისი მნიშვნელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ცვლილების შეტანა, ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს.

მუხლი II

სესხი

პუნქტი 2.01. (ა) ADB თანახმაა, ასესხოს მსესხებელს ADB-ს ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან თანხა ორმოცდაათი მილიონი აშშ დოლარის  ($50,000,000) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ დროდადრო შესაძლებელია მოხდეს ხსენებული თანხის კონვერტირება ვალუტის კონვერსიის საშუალებით,  წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტ 2.06-ის დებულებების შესაბამისად.

(ბ) სესხს გააჩნია ძირითადი თანხის დაფარვის 12-წლიანი ვადა და შეღავათიანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ პუნქტის (გ) პარაგრაფით.

(გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (ბ) პარაგრაფში, აღნიშნავს პერიოდს, რომელიც წინ უსწრებს დასაფარი ძირითადი თანხის  პირველი გადახდის თარიღს, წინამდებარე სასესხო შეთანხმების  განრიგ 1 -ში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.

პუნქტი 2.02. მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ADB-ს პროცენტი ძირითად სესხის ათვისებულ და  დაუფარავ თანხაზე, დროდადრო თითოეული საპროცენტო პერიოდში იმ განაკვეთით, რომელიც ტოლია:

(ა) LIBOR-ისა; და

(ბ) 0.60%-ის ჯამისა, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 3.02, გამოკლებული 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 3.03.

პუნქტი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წლიური 0.15%-ის ოდენობით. ვალდებულების გადასახდელი უნდა დაირიცხოს სესხის სრულ თანხაზე (მინუს დროდადრო ათვისებული თანხები), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების თარიღიდან  60 დღის შემდეგ.

პუნქტი 2.04. საპროცენტო და სხვა სასესხო გადასახდელები გადაიხდება ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ 1 თებერვალს და 1 აგვისტოს.

პუნქტი 2.05. მსესხებელმა უნდა დაფაროს სესხის ანგარიშიდან ათვისებული სესხის ძირითადი თანხა,   წინამდებარე სასესხო შეთანხმების განრიგ 1-ის დებულებების შესაბამისად.

პუნქტი 2.06. (ა) მსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის პირობების შეცვლა ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი სახით, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:  

i. სესხის  მთლიანი ძირითადი თანხის  ან მისი რომელიმე ნაწილის, იქნება ის ათვისებული და დაუფარავი თუ აუთვისებელი,  სასესხო ვალუტის  შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;

ii. ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე გავრცელებული საპროცენტო განაკვეთის გადაყვანა ცვლადი განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე, ან პირიქით;

iii.  ლიმიტების დაწესება ცვლად განაკვეთზე, რომელიც ვრცელდება ათვისებული და დაუფარავი სესხის სრულ ძირითად თანხაზე ან მის რომელიმე ნაწილზე, ხსენებულ ცვლად განაკვეთზე სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მაქსიმუმის ან სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული მინიმუმისა და მაქსიმუმის დაწესებით.

(ბ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოითხოვება ამ პუნქტის (ა) პარაგრაფის შესაბამისად და რომელიც აღიარებულია ADB-ის მიერ, ჩაითვლება „ცვლილებად“, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების პუნქტში 2.01(6), და იგი უნდა განხორციელდეს სასესხო რეგულაციების მუხლი V-ის დებულებებისა და კონვერსიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

მუხლი III

სესხის სახსრების გამოყენება

პუნქტი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის სახსრების გამოყენება პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად,  წინამდებარე სასესხო შეთანხმების დებულებების  შესაბამისად.

პუნქტი 3.02. სესხის სახსრები ათვისებულ უნდა იქნას  წინამდებარე სასესხო შეთანხმების განრიგი 2-ის დებულებების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი განრიგი შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მსესხებლისა და ADB-ს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

პუნქტი 3.03. სესხის დახურვის თარიღად წინამდებარე სასესხო შეთანხმების პუნქტი 9.02-ით გათვალისწინებული მიზნებისათვის მიღებულ უნდა იქნას 2016 წლის 31 დეკემბერი, ან სხვა რომელიმე თარიღი, რომლის შესახებაც შესაძლოა დროდადრო შეთანხმდნენ მსესხებელი და ADB.

მუხლი IV

კონკრეტული შეთანხმებები

პუნქტი 4.01. (ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელება,  სათანადო და მისაღები ტექნიკური, ფინანსური, ბიზნესსა და განვითარებასთან დაკავშირებული  პრაქტიკის შესაბამისად.

(ბ) ამ პროგრამის განხორციელებისას მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს შესრულება ყველა იმ ვალდებულებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია სპეციალური ოპერაციების სასესხო შეთანხმების განრიგში 4.

პუნქტი 4.02. სესხის სახსრების გარდა, საჭიროების მიხედვით  მსესხებელმა ADB-სათვის მისაღები პირობებით დაუყოვნებლივ უნდა გამოჰყოს სახსრები, ნაგებობები, მომსახურება, მიწა და სხვა რესურსები პროგრამის განხორციელებისა და პროგრამის ფარგლებში არსებული ობიექტების ოპერირებისა და მომსახურებისათვის.

პუნქტი 4.03. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი დეპარტამენტებისა და უწყებების საქმიანობა, მიმართული პროგრამის რეალიზაციაზე, ხორციელდებოდეს და კოორდინირებულ იქნას სათანადო ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის პირობებში.

პუნქტი 4.04. როგორც სასესხო რეგულაციების პუნქტში 7.04 არის მითითებული ანგარიშებისა და ინფორმაციის ფარგლებში, მსესხებელი ADB-ს წარუდგენს ან უზრუნველყოფს წარდგენას ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციისა, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს პროგრამის განხორციელებასთან, მათ შორის პოლიტიკის წერილში განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მუხლი V

ეფექტურობა

პუნქტი 5.01.      ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი პირობა ეფექტურობისა ამ სასესხო შეთანხმების სასესხო რეგულაციების პუნქტი 10.01 (ვ) მიზნებისთვის: სასესხო შეთანხმების სპეციალური ოპერაციები სათანადოდ უნდა იქნას შესრულებული მსესხებლის მიერ და ეფექტურობის ყველა წინაპირობა (გარდა იმ პირობისა, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ეფექტურობას) უნდა იყოს დასრულებული.

პუნქტი 5.02.      ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების პუნქტი 10.02 (დ) მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს მოსაზრებას ან მოსაზრებებს, რომელიც უნდა წარედგინოს ADB-ს: რომ სასესხო შეთანხმების სპეციალური ოპერაციები სათანადოდ იქნას დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად  სამართლებრივად იყოს მსესხებლისთვის სავალდებულო.

პუნქტი 5.03. სესხის რეგულაციების პუნქტის 10.04 მიზნებისათვის, სასესხო შეთანხმების ეფექტურობისთვის განსაზღვრულია 90 დღე წინამდებარე სასესხო შეთანხმების თარიღიდან.  

მუხლი VI

სხვადასხვა

პუნქტი 6.01. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.02-ის მიზნებისთვის მსესხებლის  ფინანსთა მინისტრი დასახელდა მსესხებლის  წარმომადგენლად.

პუნქტი 6.02. სასესხო რეგულაციების პუნქტი 12.01-ის მიზნებისთვის მიეთითება შემდეგი მისამართები:

 

მსესხებლისთვის:

ფინანსთა სამინისტრო

ვ. გორგასლის ქუჩა N 16, 0114

თბილისი, საქართველო

 

ფაქსი:

 (+995 32) 2262423 

 

აზიის განვითარების ბანკისთვის:

აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის გამზირი N 6

ქალაქი მანდალიუონგი

მეტრო მანილა 1550

ფილიპინები

 

ფაქსი:

(632) 636-2444

(632) 636-2424.

რის დასტურადაც მხარეები, რომლებიც მოქმედებენ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ზემოთ მოცემული თარიღით. შეთანხმების წარდგენა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში.

     

                                     

 საქართველოს სახელით                                                   საქართველოს ფინანსთა მინისტრი

                                                                                                            ნოდარ ხადური

 

    

აზიის განვითარების ბანკის სახელით    საქართველოში აზიის განვითარების ბანკის

                                                                  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი

                                                                   იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

 

 

 

განრიგი 1

გადახდის გრაფიკი

(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის ქვეპროგრამა 3)

1.  წინამდებარე ცხრილში მოცემულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და გადასახდელი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ძირითადი თანხის თითოეული გადახდის თარიღისთვის (გადახდის წილი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს გადახდის ძირითადი თარიღის მიხედვით, განისაზღვროს ADB-ის მიერ შემდეგნაირად: (ა)პირველი გადახდის თარიღისთვის გამოყენებული და დასაფარი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გამრავლებით (ბ) პერიოდული შენატანის ნაწილზე თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისათვის; საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს ასეთი გადახდის კორექტირება, წინამდებარე განრიგის მე-4 პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი თანხის გამოსაკლებად, რომელსაც ეხება ვალუტის კონვერტირება.

 

თანმიმდევრობა

გადახდის დღე

გადახდის ოდენობა

 

 

(%)

 

 

 

1

1 თებერვალი 2020

4.166667

2

1 აგვისტო 2020

4.166667

3

1 თებერვალი 2021

4.166667

4

1 აგვისტო 2021

4.166667

5

1 თებერვალი 2022

4.166667

6

1 აგვისტო 2022

4.166667

7

1 თებერვალი 2023

4.166667

8

1 აგვისტო 2023

4.166667

9

1 თებერვალი 2024

4.166667

10

1 აგვისტო 2024

4.166667

11

1 თებერვალი 2025

4.166667

12

1 აგვისტო 2025

4.166667

13

1 თებერვალი 2026

4.166667

14

1 აგვისტო 2026

4.166667

15

1 თებერვალი 2027

4.166667

16

1 აგვისტო 2027

4.166667

17

1 თებერვალი 2028

4.166667

18

1 აგვისტო 2028

4.166667

19

1 თებერვალი 2029

4.166667

20

1 აგვისტო 2029

4.166667

21

1 თებერვალი 2030

4.166667

22

1 აგვისტო 2030

4.166667

23

1 თებერვალი 2031

4.166667

24

1 აგვისტო 2031

4.166659

 

 

 

 

სულ

100.000000

 

2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები სრულად არ   გამოიყენება პირველი გადახდის თარიღის დროს, სესხის ძირითადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა თითოეული გადახდის თარიღზე, განისაზღვრება შემდეგნაირად:

(ა) იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები გამოიყენება პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოყენებული თანხა და აღნიშნული თარიღისთვის დარიცხული გადასახდელი თანხა, ამ განრიგის 1 პარაგრაფის მიხედვით.

(ბ) ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული თანხის განაღდების თარიღის შემდეგ, ADB-ის მიერ განსაზღვრული რაოდენობით, თითოეული ასეთი განაღდებული თანხის გამრავლებით წილადზე, რის ასათვლელადაც, აღნიშნული ძირითადი გადახდის დღისთვის, აღებული უნდა იყოს თავდაპირველი პერიოდული შენატანის წილი, რომელიც მოცემულია წინამდებარე განრიგის პარაგრაფ 1-ში, ხოლო დენომინატორად ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის, რომელიც ასეთ თარიღს დაემთხვევა ან მის შემდეგ დადგება - დარჩენილი თავდაპირველი პერიოდული შენატანის ნაწილი.  გადასახდელი თანხა უნდა დარეგულირდეს საჭიროებისამებრ, რათა დაიქვითოს იმ თანხიდან, რომელიც მითითებულია წინამდებარე განრიგის პარაგრაფ 4-ში და რომელსაც ეხება ვალუტის კონვერტირება.

3. თანხის გამოყენება, რომელიც განხორციელდება ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ ძირითადი თანხის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც გადასახდელია ძირითადი თანხის გადახდის თარიღზე, უნდა ჩაითვალოს, როგორც ათვისებული და გადასახდელი მომდევნო ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის დადგომისას, რომელიც მოჰყვება თანხის ათვისების თარიღს. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მოხდეს თითოეული ძირითადი თანხის გადახდის თარიღის დადგომისას, რომელიც დაიწყება მომდევნო ძირითადი თანხის გადახდის თარიღით.

4.  მიუხედავად წინამდებარე განრიგის პარაგრაფი 1 და 2-ისა, რომელიც ეხება სესხის ძირითადი ათვისებული თანხის ყველა ან რომელიმე ნაწილისთვის ვალუტის კონვერტაციას შეთანხმებით დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის დაფარვის თარიღის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებს კონვერტაციის პერიოდს, უნდა განისაზღვროს ADB-ის მიერ უშუალოდ კონვერტაციამდე, აღნიშნული თანხის დენომინაციის ვალუტის გამრავლებით: (i) ან იმ სავალუტო კურსზე, რომელიც ასახავს ძირითადი თანხის რაოდენობას ზემოთ აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გამოყოფა უნდა მოხდეს ADB-ის მიერ სავალუტო რისკის ჰეჯირების ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტაციასთან; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ADB განსაზღვრავს ამგვარად, კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით.

5.  იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული და გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა დენომინირდება სესხის ერთზე მეტ ვალუტაში, წინამდებარე განრიგის პირობები გამოყენებულ  იქნეს კონკრეტულად სესხის თითოეულ ვალუტაში დენომინირებულ თანხასთან მიმართებაში, რათა ცალ-ცალკე შემუშავდეს  სესხის გადახდის გრაფიკი.

 

განრიგი 2

სესხის თანხების ათვისება

1.  გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ADB სხვაგვარად გადაწყვეტს, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ათვისებისთვის გამოყენებულ იქნეს სესხის ათვისების სახელმძღვანელოს (იმ მოთხოვნის გარდა, რომლის მიხედვითაც მსესხებელი აზიის განვითარების ბანკს 11.14 სექციის ფორმულასთან შესაბამისობაში არსებობის დამადასტურებელ სერტიფიკატს წარუდგენს) და წინამდებარე განრიგით გათვალისწინებული პროცედურები.

2. მსესხებელმა აზიის განვითარების ბანკს უნდა წარუდგინოს სასესხო ანგარიშიდან თანხის ათვისების აპლიკაცია. აპლიკაცია შედგენილი უნდა იყოს ADB-ის  მიერ მოთხოვნილი ფორმით.

  3.  (ა) სასესხო ანგარიშიდან თანხის ათვისების შესახებ, აზიის განვითარების ბანკისთვის აპლიკაციის წარდგენამდე, მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა გახსნას სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშის ქვეანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), რომელზეც უნდა განთავსდეს სასესხო ანგარიშიდან ათვისებული ყველა თანხა. სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა, მართვა და დახურვა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შესაბამისად.

(ბ) სადეპოზიტო ანგარიშთან დაკავშირებული ცალკეული ანგარიშებისა და ჩანაწერების მართვა უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისად. მსესხებელმა, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნისამებრ, უნდა უზრუნველყოს ამონაწერი სადეპოზიტო ანგარიშიდან, რომლის დამოწმება მოხდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, რომლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენციათა ჩამონათვალი მისაღები იქნება აზიის განვითარების ბანკისთვის და შეესაბამება აუდიტორებისთვის განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებს ან ეროვნულ სტანდარტებს, რომლებიც ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნებს. მათი მომზადებისთანავე, მაგრამ აზიის განვითარების ბანკის მიერ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ასეთი ფინანსური ამონაწერის ასლები და აუდიტორების მოსაზრება, აღნიშნული ამონაწერის შესახებ უნდა წარედგინოს აზიის განვითარების ბანკს ინგლისურ ენაზე.

4. სესხის ფარგლებში გამოთხოვილი თანხით არ უნდა დაფინანსდეს ისეთი ნივთები, რომლებიც მოცემულია სპეციალური ოპერაციების შეთანხმების დანართ 1-ში, კერძოდ მე-3 განრიგში.

5.   მსესხებელმა სესხის ათვისება უნდა მოახდინოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში ყოფნის პერიოდში.